x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134354
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რატომ აწყობენ იაპონელები წყლით სავსე ბოთლებს სახლის კართან? - იცოდით?!
იაპონია (日本 ნიჰონ ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო — კუნძულოვანი სახელმწიფოა აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთ. იაპონიის ტერიტორიული წყლები ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის ორიგინალური სახელწოდების ზუსტი ქართული თარგმანია „მზის სამშობლო“.



image



იაპონია 6852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძულია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად ქვეყნის ტერიტორიის 97 %–ს შეადგენენ.




არქეოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ადამიანებმა იაპოონიის ტერიტორია ათობით ათასი წლის განმავლობაში დაიკავეს. ტერმინი იაპონია პირველად მოხსენიებულია ჩ. წ. I საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. ადრეულ საუკუნეებში ჩინეთთან და კორეასთან კონტაქტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა კუნძულებზე. მათ შორისაა: ჩინური დამწერლობის სისტემა, ბუდიზმი და მრავალი მხატვრული ფორმა კონტინენტიდან. ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანების პირველი ნაბიჯები დაახ. IV-ე საუკუნის ბოლოსა და V-ე საუკუნის დასაწყისში გადაიდგა იამატოს მმართველობის პერიოდში. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც 1947 წელს მიიღეს, იაპონია უნიტარულ კონსტიტუციური მონარქიად გამოაცხადა, იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით.




იაპონია ტრადიციების და თანამედროვეობის უნიკალური მიქსია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ტრადიციული არქიტექტურული ძეგლი და ტაძარი, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის და ტექნოლოგიების მიღწევებთან ერთად თანაარსებობენ.



image

მათ, ვინც ხშირად ყოფილა იაპონიასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ესპანეთში, ალბათ შეუმჩნევია, რომ ბევრ სახლთან დგას წყლის ბოთლები. მიზეზი ძალიან უბრლო და საინტერესოა. წყლის ბოთლების არსებობა ცხოველებს არ აძლევს საკუთარი ტერიტორიის მონიშვნის საშუალებას. ხანგრძლივმა კვლევებმა ამ ფენომენის მტკიცებულებები და ახსნა, ვერ მოიპოვა. ვარაუდებიდან ერთ-ერთის თანახმად, ცხოველებს უბრალოდ არ შეუძლიათ წყალთან შარდვა; მეორე ვარაუდის თანახმად კი ბოთლებიდან წყლის სიკაშკაშე აშინებთ.


imageimage



0
224
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0