x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ბრიუს ლი, აღმოსავლური ორთაბრძოლების ლეგენდა, რომლის რეკორდები დღემდე ძალაშია

image
საბრძოლო ჟანრის ფილმების მსახიობს და აღმოსავლური ორთაბრძოლების ლეგენდას, ვინც ამ სურათზეა ასახული ვფიქრობ ქართველ და არა მარტო ქართველ მკითველთან წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ მაინც-ეს ბიჭი გახლავთ ბრიუს ლი, ადამიანი ფენომენალური ფიზიკური მონაცემებით 171 სმ სიმაღლით (ბევრი სხვა წყარო 160 სანტიმეტრს ასახელებს მის სიმაღლედ, თუმცა ამერიკული და ჩინური წყაროებით ის 171, 5 სანტიმეტრი სიმაღლის და 61 კილოგრამი წონის გახლდათ.

ბრიუს ლი ეწეოდა ჩინური საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზატორად და ჯანსაღი ცხოვრების წესის "მქადაგებლად".
ბრიუს ლი ფლობდა აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე ცნობილ სტილს, რომელთა შერწმითაც შექმნა საკუთარი სტილი, რომელმაც წარმოუდგენლად ძლიერი გახადა მისი დარტყმის ძალა, სისწრაფე და ამტანობა.

თავისი კარიერის პიკზე ბრიუს ლი იწონიდა 59 კილოგრამს და ამ დროს მას შეეძლო:

-განეხორციელებინა დარტყმა, რომელიც 160 კილოგრამის ექვივალენტი იყო.
-შეეძლო ორივე ხელით შეუჩერებლად გაეკეთებინა 1500 აზიდვა.
-შეეძლო ერთი ხელით გაეკეთებინა გაუჩერებლად 400 აზიდვა.
-შეეძლო ერთი ხელის ორი თითით გაეკეთებინა 200 აზიდვა.
-ცერა თითით შეეძლო 100 აზიდვის გაკეთება.

-დღეში ვარჯიშისას ანხორციელებდა 5 000 დარტყმას.
-ერთ წამში შეეძლო განეხორციელებინა 9 დარტყმა.
-ბრიუს ლის ფეხებით დარტყმა იმდენად სწრაფი იყო, იმ პერიოდის კამერას არ შეეძლო რეალურ დროში დაეფიქსირებინა მისი დარტყმები და კადრებს იღებდნენ შენელებული კადრებით.

გახსოვთ ალბათ ბატონი ჯუმბერ ლეჟავა, ქართველი გინესის რეკორდსმენი ჰორიზონტალურ აზიდვებში, მას შეეძლო შეუჩერებლად 1500 აზიდვაზე ბევრად მეტი აზიდვა გაეკეთებინა, მაგრამ ეს ხდებოდა ორივე ხელით.

ბრიუს ლის ფენომენალური რეკორდები დღემდე ძალაშია, ბევრი მცდელობის მიუხედავად დღემდე მისი გაუმჯობესება ვერავინ შესძლო.


0
140
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
140