x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იუგოსლავიის ფედერაციის შემქმნელის, იოსიპ ბროზ ტიტოს კომფორტაბელური ბუნკერი, სადაც უნდა შეეფარებინა თავი ბირთვული ომის შემთხვევაში

image
"ცივი ომის" პერიოდში პარტიული ელიტისათვის "ვარშავის პაქტის" წევრი ქვეყნების ელიტისათვის იქმნებოდა უზარმაზარ, ყველაფრით უზრუნველყოფილი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აგებული ბუნკერები, ბირთვული ომის შემთხვევაში მათ გადასარჩენად.

ამ სურათზე იუგოსლავიის ფედერაციის შემქმნელის ტიტოს ბუნკერია, ბუნკერი მიწის ზედაპირიდან 280 მეტრის სიღრმეში მდებარეობს და მისი სიგრძე 202 მეტრია.
ბუნკერი გათვლილი იყო იუგოსლავიის დიქტატორის, მისი ოჯახის და მმართველი ელიტის დასაცავად ბირთვული ომის შემთხვევაში.
ბუნკერში პრაქტიკულად ყველაფერი იყო იმისათვის, რომ ტიტოს და მის გარემოცვას კომფორტულად ეცხოვრა დიდი ხნის განმავლობაში.

ბუნკერს გააჩნდა საკონფერენციო დარბაზი, სამდივნო, კომფორტული საძინებლები, სანიტარული კვანძი, სხვადასხვა სიმძლავრის და მოდელის გენერატორები, რომელთა მუშაობა შესაძლებელი იყო უწყვეტ რეჟიმში, რადგან მათი მართვა ხდებოდა ელექტრონული მართვის ცენტრიდან, სადაც საწვავის ამოწურვამდე მისული გენერატორი ავტომატურად ამოირთვებოდა ქსელიდან და მას ჩანაცვლებდა საწვავით სრულად გაწყობილი გენერატორი, ბუნკერში გახლდათ ასევე სამედიცინო განყოფილება, სადაც ოპერაციის გაკეთებაც საუკეთესო პირობებში იყო შესაძლებელი.
ბუნკერს ასევე გააჩნდა კონდიცირების სისტემა, რომელიც ზამთარში გაათბობდა ბუნკერს, ხოლო ზამთარში სიგრილეს უზრუნველჰყოფდა.

ბუნკერის კედლები დამუშავებული იყო ნესტის საწინააღმდეგო, იმ დროისათვის უახლესი საშუალებებით.
ბუნკერს გააჩნდა ასევე რადიოკვანძი, რომელიც ბუნკერის სიღრმის მიუხედავად ბუნკერიდან რეგულირებადი ანტენების მეშვეობით დიდ მანძილზე გადასცემდა სიგნალს.
ანტენები ბუნებრივია ანძასავით უძრავი არ იყო, ის წყალქვეშა ნავის პერისკოპივით ამოდიოდა საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ბუდიდან და ისევ ბუდეს უბრუნდებოდა.

იუგოსლავიის ფედერაციის შემქმნელი იოსიპ ბროზ ტიტო.

image
ტიტოს ბუნკერად ცნობილი ბუნკერი შენდებოდა 1953 წლიდან 1979 წლამდე . ბუნკერი აშენდა გორაკ ელატარის შიგნით იყო აშენებული ბელაშნიცას მთიანეთში.
ბუნკერი იუგოსლავიის ფედერაციის მთელი არსებობის მანძილზე, ყველაზე მასშტაბურ და კომპლექსურ მიწისქვეშა ნაგებობას წარმოადგენდა.
აშენების შემდეგაც კი ის ითვლებოდა ყველაზე საიდუმლო ობიექტად მთელ იუგოსლავიაში, თავად მშენებლობის პროცესში ჩართული იყო იუგოსლავიის სპეცსამსახურების მიერ დაწვრილებით, ძირისძირამდე შესწავლილი და გაფილტრული ადამიანები, რომლებსაც ხელი ჰქონდათ მოწერილი გაუთქმებლობის ხელშეკრულებაზე, რომლის თუნდაც ერთი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მათ ეგრევე დახვრეტა ემუქრებოდა.

image
ბუნკერის თავზე იდგა გარემოსთან შხამებული 2 სამონადირეო სახლი, რომელიც არცერთ რუკაზე არ იყო აღნიშნული, სახლები, რომლებიც ხის მორებით იყო ნაშენები, იყო ორ ფენოვანი, გარეთა ფენა უცხო თვალში სავარაუდო მოხვედრის შემთხვევაშიც კი არანაირ ეჭვს არ გამოიწვევდა, შიდა ფენა კი ზემტკიცე ფოლადის კარკასის და ზემტკიცე ბეტონის ნაზავს წარმოადგენდა.
სწორედ ამ ორი სახლის რკინაბეტონის ზემტკიცე სარდაფებში იყო ორი უზარმაზარი ტიტანის კარები, საიდანაც ხვდებოდა ბუნკერის სატვირთო ან სამგზავრო ლიფტში ადამიანი.
ტიტანის კარების სისქე 2 მეტრს შეადგენდა და მის დაკეტვა გაღებას, მძლავრი რედუქტორიანი ძრავები უზრუნველჰყოფდა, ორივე კარი ჰერმეტულად იკეტებოდა.

ბუნკერს ცხენის ნალის ფორმა ჰქონდა და ბლოკებად იყოფოდა, თითოეულ ბლოკი კი სექციებად იყო დაყოფილი.
რაც მთავარია, ბუნკერი დღემდე იმ ფორმითაა შენახული, როგორიც იყო ის სრულფასოვნად ჩატარებული სამუშაოების დასრულების შემდეგ.

imageimageimageimageimageimage
2011 წელს ევროპის საბჭომ ტიტოს ბუნკერი დაასახელა ევროპის უდიდეს კულტურულ პროექტად და ის ჩართულია გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (იუნესკო).

საქართველოში მცხეთასთან ახლოს მდებარეობს საბჭოთა კავშირის დროინდელი უზარმაზარი ბუნკერი, გვირაბების ქსელი საიდანაც სამხრეთის მიმართულების სარდლობას ბირთვული ომის შემთხვევაში უნდა ეწარმოებინა ომის თეატრის მართვა ანუ იქ იყო განთავსებული ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ არ იზრუნდა მის დაცვაზე და კომპლექსი "ვარსკვლავი" (Звезда) გახდა ფერად ლითონებზე "მონადირეების სათარეშო ადგილი, მიწისქვეშა კომპლექსში მოხდა დიდი ალბათობით დივერსია, რის შედეგადაც კომპლექსი ხანძრის შდეგად პრაქტიკულად განადგურდა.

ეს სულ სხვა თემაა, მაგრამ თბილისში დარჩენილი დიდი რაოდენობით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ს200-ის რაკეტები დივერსიული ქმედების შედეგად მთლიანად დაიწვა, ისევ და ისევ ხელისუფლების უმოქმედობის გამო.







0
78
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
78