პოლიტიკა სიმონიანსა და სობჩაკის მკვლელობის მცდელობის ახალი დეტალები გამოჩნდა 2023, 15 ივლისი, 18:40 ბასმანის სასამართლო ამჟამად განიხილავს ბრალდებულების დაკავების საქმეს მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეზე, მედია ჯგუფის "რუსეთი დღეს"- მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის, ასევე, ტელეწამყვანის ქსენია სობჩაკის მიმართ. ამის შესახებ რია ნოვოსტი სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ერთი დღით ადრე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს პარაგრაფი-88 ჯგუფის წევრები, რომლებიც ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავდნენ. „საქმეში ბრალდებულები სასამართლოში არიან მიყვანილი, მათ წინააღმდეგ მასალები შემოვიდა, ამჟამად განიხილება.“- აცხადებენ პრესსამსახურში. ჯგუფის დამფუძნებელმა, 18 წლის ნეონაცისტმა მიხაილ ბალაშოვმა დაკითხვისას აღიარა, რომ ის და მისი თანამზრახველები ამზადებდნენ თავდასხმას სიმონიანსა და სობჩაკზე. ახალგაზრდამ განმარტა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების კურატორის სახელით მან ჩაატარა RT-ის მთავარი რედაქტორის საცხოვრებელი სახლის დაზვერვა. ამის შემდეგ მას მკვლელობისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მიეღო. ამასთან, ბალაშოვმა დასძინა, რომ მან ვერ მოახერხა იარაღის გამოყენება: როდესაც მივიდა იმ ადგილას, სადაც იყო ავტომატი და ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა, ის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. მომხდარს გამოეხმაურნენ ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები. სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტმა ვლადიმირ პროხვატილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოება ძალიან მტკივნეულად რეაგირებს ქალების სიკვდილზე. მისი აზრით, 2022-2023 წლების ტერაქტების უკან დგას ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური, ნატო და მოსადი(ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტო), რომელთა მიზანია რუს ხალხს მიაყენონ ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმა. პარლამენტარმა სულთან ხამზაევმა აღნიშნა, რომ კიევი ცდილობს "რუსეთში დაბნეულობა დათესოს, შეაშინოს ფართო მასები", ამიტომ ტერორისტული თავდასხმების სამიზნედ ცნობილ ადამიანებს ირჩევს. სენატორი ვლადიმერ ჯაბაროვის თქმით, კიევის რეჟიმის სიმონიანზე თავდასხმის მცდელობა მეტყველებს უკრაინის აბსოლუტურ ტერორისტულ ორიენტაციაზე. 445 1-ს მოსწონს
|