x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფრანგს, რომელიც თავისი სისულელის გამო თურქულ ციხეში იხდიდა სასჯელს, ახლა მწყემსობა უწევს თურქეთში

image
თურქული კანონმდებლობით სასტიკად ისჯება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნარკოტიკების წარმოება-მოშენებაში, გაყიდვაში ან მოხმარებაში იქნება ბრალდებული.
არა აქვს მნიშვნელობა ბრალდებული თურქია თუ ტურისტად ჩასული უცხოელი.
ასე მოხვდა ზედა სურათზე მყოფი ფრანგი თურქულ ციხეში, რომელიც საფრანგეთში ციხიდან გამოსვლის მერე ძალების აღსადგენად და დასასვენებლად მეგობრებმა თურქეთის ერთერთ ცნობილ კურორტში გაუშვეს, თან დააბარეს, რომ ფრანგული კანონებისაგან განსხვავებით თურქული კანონმდებლობა ნარკოტიკების მომხმარებლებს მკაცრად სჯიდა და მორიდებოდა.

თურქეთში დასასვენებლად ჩაცული ცნობილი რუსი ბლოგერი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი ივან უსაჩევი შემთხვევით შეხვდა მას, როცა ლავანდის პლანტაციების დასათვალიერებლად მიმავალი გზაზე მწყემსს, რომელთან გასაუბრების შემდეგ გაიგო, რომ მის წინ მდგარი მწყემსი სულაც არ იყო თურქი, არამედ საფრანგეთის მოქალაქე გახლდათ, რომელმაც 7 წელი მოიხადა ციხეში და დარჩენილ 48 დღეს შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიდა, საიდანაც ელექტრონული მეთვალყურე შეაბეს და დღისით თხების და ცხვრების წყემსვა უწევდა.

უსაჩევმა (რუსი ბლოგერი) მწყემსს ჰკითხა გზა ლევანდას პლანტაციებისკენ, თან იქვე მდებარე რესტორანზე ჰკითხა როდის გააღებენო?
პატიმარმა უპასუხა, რომ რესტორანი მიტოვებული იყო, რადგან ახლოს ციხე ააშენეს და ამ მხარეში ტურისტები უკვე არ დადიანო.

უსაჩევის თქმით მას წარმოდგენა არ ჰქონდა, მის წინ პატიმარი რომ იდგა.
არ ვიცოდი აქეთ ციხე თუ იყო ჩაილაპარაკა მან.
-მე იმ ციხის პატიმარი ვარ, 7 წელი მოვიხადე ჩემი სისულელის გამო, 48 დღე დამრჩა და ახლა თხის არვეს და ფარას მამწყემსვინებენ.
-კი, მაგრამ თურქული სად ისწავლეთ?
-ციხეში ვისწავლე, თურქულ ციხეში ენა თუ არ იცი ვერ იცოცხლებ, რადგან ვინც არ ყოფილა თურქულ ციხეში ის ვერ გაიგებს თუ რა სისასტიკე სუფევს თურქულ ციხეში.
ალან პარკერის ფილმი "შუაღამის ექსპრესი" თუ გაქვთ ნანახი?
-კი, მაქვს ნანახი ეს ფილმი. ის ხომ კლასიკაა.
-მაშინ თქვენ უკვე იცით რა მდგომარეობაა თურქულ ციხეებში, სხვათაშორის აქ რუსებიც ბლომად არიან.
-ახლა რუსები ყველგან არიან, ბუნებრივია ციხეებშიც იქნებიან. რისთვის დაგაკავეს?
-აქ დასასვენებლად ჩამოვედი, დავისვენე კარგად და საფრანგეთში დაბრუნების დრო, რომ მოვიდა გადავწყვიტე ერთხელ მაინც გამებოლებინა მარიხუანა, ვიყიდე გამზადებული, გადავწყვიტე გზაში მომეწია აეროპორტში მისვლამდე, მაგრამ გამომრჩა და სწორედ მარიხუანას აღმოჩენის გამო მომისაჯეს 7 წელი და 2 თვე.
-სამწუხაროა, თქვენ როგორ მიხვდით რომ მე რუსი ვიყავი?
-თქვენი მანქანის ნომერზე რუსულმა დროშამ მიმახვედრა. შეგიძლიათ სურათი გადამიღოთ და ჩემს მეგობარს გადაუგზავნოთ?
არ იცის სად ვარ და როგორ ვარ, მშობლები არ მყავს და მეგობრების გარდა არავინ მყავს.
-არაა პრობლემა.

უსაჩევმა ფრანგს სურათი გადაუღო და მის მეგობარს გადაუგზავნა, ფრანგმა მწყემსმა კი მადლობასთან ერთად ბოდიში მოიხადა, ზედამხედველები დამსჯიან ერთ ადგილზე დგომის გამო და უნდა წავიდე.

ცოტა ხანში უსაჩევის მობილურზე საფრანგეთიდან მოვიდა ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები ვინმე მალიკისაგან.

image
ფრანგი ფარას და არვეს მწყემსავს თურქეთში.

image
მიტოვებული რესტორანი.
image
ლავანდის პლანტაციები, რომელთა სანახავადაც იყო ჩასული რუსი ბლოგერი.

imageimage
სტატიის ავტორი ივან უსაჩევი ცნობილი ბლოგერი, პროდიუსერი, ტელეწამყვანი და ინტერნეტ რესურსის მფლობელია, რომელიც ასევე იუთუბ არხზე პოპულარული არხის მფლობელიცაა.












.


0
121
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
121