x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ! (ნაწილი 7)

image


თქვენ წინაშეა ისტორიული კადრების მორიგი სერია, რომლის წყალობითაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული იშვიათი კადრები, რომლებიც აღარასდროს განმეორდება.



image


სტივი უანდერი ლონდონის უსინათლოთა ბავშვთა სკოლაში, 1970 წელი


image


ლეგენდარული ირლანდიელი ანტარქტიდის მკვლევარი ტომ კრინი, ის გახლდათ ანტარქტიდაში ჩატარებული სამი ძირითადი ექსპედიციის წევრი, კრინი ასევე 1911-1913 წლებში რობერტ ფალკონ სკოტის ხელმძღავნელობით ჩატარებული "Terra Nova"-ს ექსპედიციაშიც მონაწილეობდა



image


სასტუმროს ტერასაზე, სოჭი, 1988 წელი



image


ქალი ომაჰას სანაპიროზე განადგურებულ გემებს გაჰყურებს, რომლებიც ოპერაცია ნეპტუნის დროს გამოიყენეს, საფრანგეთი, დევიდ სეიმურის ფოტო, 1947 წელი. მედიაში ხშირად მოიხსენიება როგორც "D-Day" ან ნორმანდიის დესანტი. ისტორიაში უდიდესი საზღვაო შეჭრა. ამ ოპერაციით დაიწყო საფრანგეთის და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება გერმანული ოკუპაციისგან




image


პარიზი "La Belle Époque"-ის დროს ("მშვენიერი ეპოქა"). ასე ჰქვია პერიოდს (1871-1914) საფრანგეთ-პრუსიის ომის დასრულებასა და პირველი მსოფლიო ომის დასაწყისს შორის. "მშვენიერი ეპოქა" "ოქროს ხანად" იქცა ევროპის საზოგადოების მაღალი კლასებისთვის: ამ პერიოდში ევროპის მთავარ სახელმწიფოებში მშვიდობა სუფევდა, ახალი ტექნოლოგიებით გაუმჯობესდა ცხოვრება, რომელსაც არ ზღუდავდა საშემოსავლო გადასახადი ან სოციალიზმი



image


უსახლკარო ირლანდიელი, სპიტალფილდსი, ლონდონი, 1970 წელი, ფოტოჟურნალისტმა დონ მაკკალინმა გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანი ნეპტუნს ჰგავდა



image


ბალერინა თავისი სახლის წინ ცეკვისას, ჰაიელიტშე, სამხრეთ აფრიკა



image


კოლო, ისტორიაში პირველი გორილაა, რომელიც ტყვეობაში დაიბადა, როდესაც კოლო გარდაიცვალა, ის იმ დროისთვის ყველაზე ხანდაზმული გორილა იყო. მან 1956 წლიდან 2017 წლამდე იცოცხლა


image


მთამსვლელი გასტონ რებუფა, პირველი ადამიანი, ვინც ალპების ექვსივე დიდ ჩრდილოეთ ფერდობზე ავიდა. საფრანგეთი, 1944 წელი



image


ჰაიდას ხალხის მიერ შექმნილი ტოტემური ბოძების ტყე სკიდეგეიტში, ბრიტანეთის კოლუმბია, 1878 წელი



image


უოლტ დისნეი თავის კატას მიკი მაუსის შესახებ უყვება, 1931 წელი



image


ეთიოპიის იმპერატორი მენელიკ II, 1896 წელი



image


ივ სენ - ლორანი კრისტიან დიორის დაკრძალვაზე, 1957 წელი, დიორის თხოვნით ივ სენ - ლორანი მისი მემკვიდრე გახდა და 21 წლის ასაკში მაღალი მოდის სახლის სამხატვრო დირექტორად დაინიშნა



image


რამზესის ქანდაკება ეგვიპტეში, 1856 წელი



image


ფანჯრების მწმენდავები ნიუ-იორკში, 1958 წელი



image


ორი ბუდისტი ბერი, 1875 წელი



image


მონრეალში მსოფლიო გამოფენა "ექსპო 67" - ზე წარმოდგენილი მოდულური საცხოვრებელი კომპლექსი - "Habitat 67", კვებეკი, კანადა, 1967 წელი. დღემდე გამოიყენება როგორც საცხოვრებელი კომპლექსი



image


სტენლი კუბრიკი და მალკოლმ მაკდაუელი ფილმ "მექანიკური ფორთოხლის" გადასაღებ მოედანზე, 1971 წელი



image


ბავშვები 1911 წელს ნიუ-იორკის გაუსაძლისი სიცხის დროს ყინულის ბლოკებს ლოკავენ



image


პარიზელები სკამებით გადადიან, რათა წყალდიდობისას ფეხები არ დაუსველდეთ, 1924 წელი



image


ჰარი ჰუდინი აბრაამ ლინკოლნთან "სულიერი ფოტოს" გადაღების დროს ფოტომანიპულირების დემონსტრირებისას, 1920 წელი


image


მანიაკისთვის ნიღბების მორგება "კრავთა დუმილიდან", 1991 წელი



image


ფიდელ კასტრო სკოლის გუნდთან ერთად კალათბურთის თამაშისას, 1943 წელი


image


1991 წლის 15 ივნისს ფილიპინებზე პინატუბოს ვულკანის ამოფრქვევა, მისი ვულკანური ექსპლოზიურობის ინდექსი 6-ს უდრიდა და XX საუკუნის ისტორიაში მეორე უდიდესი ამოფრქვევა იყო 1912 წელს ალასკაში ნოვარუპტას ამოფრქვევის შემდეგ










0
127
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
127