x
მეტი
  • 11.07.2024
  • სტატია:135900
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510261
შოკოლადის კექსი
შოკოლადის კექსები შეგიძლიათ მოამზადოთ რომანტიკული ვახშმისთვის.

image
შემადგენლობა 6 ულუფის მოსამზადებლად:

შოკოლადის ფილა (12 კვადრატისგან)-100გ.

კვერცხი-სამი ცალი;


კარაქი-50 გ.

ხორბლის ფქვილი- 1ს/კ

შაქრის პუდრა- 80 გ

ბროწეულის ან მოცხარის მარცვლები.

მომზადება: გააცხელეთ აირღუმელი 240 გრადუსამდე.

შოკოლადი და კარაქი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე, კარგად აურიეთ.

ათქვიფეთ კვერცხი შაქრის პუდრასთან ერთად და შეურიეთ გამდნარ შოკოლადს. დაამატეთ ფქვილი და კიდევ აურიეთ-ცომი არაჟნის სისქის უნდა გამოვიდეს.

კექსის ფორმებს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ამოავსეთ ფორმა ცომით 1/3-ზე და ზემოდან დააწყვეთ შოკოლადის ორი ნატეხი. დარჩენილი ცომი გაანაწილეთ ფორმებში და დაუმატეთ შოკოლადი.

დარჩენილი ცომი გაანაწილეთ თანაბრად ფორმებში შოკოლადის ზემოდან.

კექსი გამოაცხვეთ 10 წთ-ის განმავლობაში. დააცადეთ გაგრილება და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და მორთეთ წითელი მოცხარის ან ბროწეულის მარცვლებით.


3
570
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
570
  
2012, 17 ოქტომბერი, 4:58
+++++
2012, 11 ოქტომბერი, 0:39
ვგიჟდები ტკბილეულობაზე და არც კეთება მეზარება..თან როცა ხელს მიწყობს ის,რომ არც მემატება წონა ამდენი ტკბილეულობისაგან:დ
2012, 10 ოქტომბერი, 12:46
+++++
0 1 3