მუსიკა "ეს იმათ საპასუხოდ ჩემს ლანძღვაში რომ არიან"-რა დაიწერა ბარძაყზე ხატია წერეთელმა? 2023, 13 ივლისი, 19:27 მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბარძაყზე აწერია " მკიდია" და ასეთ მინაწერს უკეთებს:
"ეს იმათ საპასუხოდ ჩემს ლანძღვაში რომ არიან დღე და ღამე, new tatoo..... მისწორდება ეს ტატუ"-წერს ხატია წერეთელი. ხატია წერეთელი პირველად გამოჩნდა 2011 წელს “ნიჭიერში'' სადაც შატილის ასულოს გარემიქსებული ვარიანტი შესთავაზა მაყურებელს, შემდეგ იყო სკანდალური სიმღერა ქართულ ჯარზე და ასევე ქართული ბაზრისთვის სკანდალური, ეროტიკული ხასიათის მისი კლიპი - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“მიუძღვნა. ხატია წერეთელის მოკლე რეზიუმე: დაბადების თარიღი, ზოდიაქო: 1981 წლის 30 სექტემბერი ზოდიაქო სასწორი თვალის ფერი: მომწვანო თაფლისფერი თუ ძველ ქართულს მოვიშველიებთ ჭროღა პროფესია: არაერთი, მასაჟისტი, ჯაზის მომღერალი, პოპს გასართობად ვმღერი, ჟურნალისტი, ეთნოგრაფი, დიზაინერი, PRსპეციალისტი ტელე -რადიო განხრით. 404 2-ს მოსწონს
|