საქართველო “აგერ, ბატონო, დოკუმენტი - წარმოუდგენელი სიბნძურეა” - რა დოკუმენტს აქვეყნებს თაკო ჩარკვიანი 2023, 13 ივლისი, 8:38 პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "გირჩის" ერთ - ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას "თაღლითობასა" და "პროვოკატორობაში" სდებს ბრალს და საკუთარი სიტყვების დასტურად თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული კენჭისყრის შედეგებს აზიარებს:"ეს "გირჩი" ხვიჩია რომ გაჰკივის -გაჰკიოდა ვითომ გულშემატკივარივით თავდაცვის კოდექსში ცვლილებებზე, დღეს კენჭისყრა იყო და "გირჩმა " წინააღმდეგ ხმა არ მისცა ხალხნო, გესმით რა ავანტიურაა, ორი დღის წინ კიოდა ეს "იაგო ხვიჩია" -როსტომ ჩხეიძე ქვორუმს უქმნიდაო -ღალატობდა ოპოზიციასო, აგერ ბატონო დოკუმენტი - როსტომ ჩხეიძემ წინააღმდეგ მისცა ხმა აშკარად წინააღმდეგ მისცა კაცმა ხმა ანუ ჯგუფი "თავისუფლება", მეც წინააღმდეგ მივეცი ხმა, როგორც უფრაქციო დამოუკიდებელმა დეპუტატმა, "რეფორმების" ჯგუფმაც ( ანუ გიორგი ვაშაძის) წინააღმდეგი როგორც ვხედავთ ნაცებიდანაც (ვინც იქ იყო )წინააღმდეგი მისცა ხმა.აი სწორედ "გირჩმა" არ დააჭირა წინააღმდეგ -წარმოუდგენელი სიბნძურეა, "ქვორუმი" კი არა სულ მთლად კენჭისყრის დროს არ მისცა ხმა თავად ფსევდო "სკანდალის" ამტეხმა გირჩმა, ესე იგი არ ყოფილა ასე მნიშვნელოვანი "გირჩისთვის" ეს თავდაცვის კოდექსი მათთვის ხომ?! ხომ ასეა? ჩემს წინ ისხდნენ და წინააღმდეგ თითი არ დააჭირეს, აბა რაში დასჭირდათ და ვის დავალებას ასრულებს "გირჩი " და კერძოდ იაგო ხვიჩია?აქ საინტერესო ის გახლავთ, რომ თავად მოგონილი ფსევდო სკანდალის ინიციატორი ხვიჩია იყო, სხვებს -სხვა პარტიების წევრებს, რომ შეეკავებიათ თავი ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ყველას თავისი აზრი აქვს- მათი აზრი და უფლებაა, მაგრამ პოლიტ ჯგუფი "გირჩი" პარლამენტში, რომელიც დღედაღამ ვითომ თავს იკლავს ამ თავდაცვის კოდექსის გამო ვითომ "ტანზე იხევენ", აი მათგან არის ნონსენსი და ღიმილის მომგვრელი... ჩვეულებრივი პროვოკატორები და თაღლითები არიან- განსაკუთრებით იაგო ხვიჩია .......კომენტარი თქვენთვის მომინდვია .იხ.ქვემოთ დოკუმენტი"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და დაპირებული კენჭისყრის ანგარიშის ფოტოს აქვეყნებს.759 შეფასება არ არის |