x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"ახტა, ფანჩატურში კუსტარულად გაყვანილ სადენებს შეეხო და გარდაიცვალა" – 15 წლის ბიჭის ტრაგიკული სიკვდილი წყნეთში
image

.

წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის სიცოცხლე, სავარაუდოდ კუსტარულად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა. სადენი, სავარაუდოდ, მოქალაქეებმა თვითნებურად, გარე განათების ბოძიდან ფანჩატურში გადაიყვანეს. ადგილობრივების მტკიცებით სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები მომხდარ ტრაგედიასთან კავშირში არ არის, რადგან სამუშაოები მოშორებით ხორციელდებოდა, ბავშები კი ცოტა სხვა ტერიტორიაზე თამაშობდნენ ხოლმე.

.


ადგილობრივი მცხოვრები სალომე კაპანაძე აცხადებს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარე სკვერის სამშენებლო სამუშაოებს ტრაგედიასთან კავშირი არ აქვს და ახალგაზრდა სადენებს თვითონ შეეხო.

.

„პარკის მშენებლობა არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რაც მოხდა. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო ერთი თვით ადრეც, იმიტომ, რომ სადენების გამტარუნარიანობა, ხშირი წვიმის დროს, შესუსტებული იყო. როგორც თვით მხილველები ამბობენ, ბიჭი კალათბურთელი იყო, ახტა და შეეხო სადენებს და ასეთი ტრაგედია დატრიალდა“, - განაცხადა სალომე კაპანაძემ.

.

„თელასის“ წყნეთის ფილიალის ხელმძღვანელის ზურაბ მელაძის განცხადებით, ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ლამპიონები ერთ მრიცხველზე იწერება.

.

„გარე განათება არის ცალკე, დიდი აბონენტი, რომელსაც მრიცხველი უყენია კიოსკზე, შემოსასვლელში და რაც ამ ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ლამპიონებია, იწერება ერთ მრიცხველზე“, - განაცხადა ზურაბ მელაძემ.

.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0