x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508659
"ღმერთო, რატომ?! " - ქუთაისში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა
imageქუთაისში, აეროპორტთან მომხდარ ავარიას, მირანდა ცეცხლაძეც შეეწირა. შეგახსენებთ, ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლის გადარჩენისთვის ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ.


სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გარდაცვლილი გოგონას, ეკატერინე სანიკიძეს და, მარიამი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მირანდა და ეკატერინე ერთად არიან აღბეჭდილები


"გული მატკინეთ, ძალიან მატკინეთ..." ასეთ მინაწერს უკეთებს ვიდეოს მარიამ სანიკიძე.





„რა ვთქვა, სიტყვები დამელია, თვალში ცრემლი დამიშრა. უშენობა როგორ გადავიტანო... ძლიერი მეგონე, როგორ დაგვტოვე და როგორ მიაბარე შენი სული ანგელოზებს, ჩემო თვალციმციმა გოგო. გული საბოლოოდ მომიკალი, დამადუმე. ყველას დიდი იმედი იყავი მირო, სად წახვედი... ნათელში იყოს შენი სული, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩემო უსაყვარლესო გოგო“


„ოხ გოგონებო როგორ დაგვწყვიტეთ გული. ჩვენმა ღიმილის ბიჭებმა ცოცხლად დაგვწვა მთელი გეგუთი."


"ჩემი დაფერფლილი ბიჭის დედიკო მირანდასთვის ლოცულობდა, იქნებ ის მაინც გადარჩესო. არ დატოვე შენი მეგობრები. უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულები."


"6 ანგელოზი გადასახლდით იმიერ საქართველოში


"ღმერთო რატომ გოგოებო ერთმანეთს მიხედეთ"


"ძალიან დიდი ტკივილი ხართ გოგონებო. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი"-


"სული და გული მეწვის, ამათ რომ ვუყურებ. თანავუგრძნობ მშობლებს, დედმამიშვილებს, ახლობლებს, თანაკლასელებს..."- წერენ სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ 3 ივლისს ქუთაისის აეროპორტთან განთიადისას საშინელი ავტოავარია მოხდა; მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი წაეკიდა. ავარიას ადგილზევე 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა, 4 გეგუთელი ბიჭი და ერთი ლანჩხუთელი გოგონა ეკატერინე სანიკიძე.


ავარიისას, მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი გოგო მირანდა ცეცხლაძე გუშინდლამდე ებრძოდა სიკვდილს.

1
193
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
193
  
2023, 11 ივლისი, 22:57
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1