კულტურა ლამაზები და ტანადები – Miss Tiffany's Universe კონკურსი ტაილანდში (+ ვიდეო) 2023, 12 ივლისი, 8:49 ტრანსგენდერთა უდიდესი სილამაზის კონკურსი მსოფლიოში — «Miss Tiffany's Universe», 2004 წლიდან ტაილანდში იმართება და მისი მთავარი მიზანი პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ*. კონკურსში, ბოლო წლებში, 18-დან – 25 წლამდე ასაკის, ასობით გოგონა მონაწილეობს და კონკურსი ძალიან პოპულარულია, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ... ტაილანდი — საოცარი და შეიძლება ითქვას, შოკისმომგვრელი ქვეყანაა, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით და იდუმალებით. ის ტურისტებისთვის, აზიის ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად მიმზიდველია: ბუნება, ისტორიული ძეგლები, კულტურა... ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად იზიდავს ეკზოტურიზმის მოყვარულებს. ამ ქვეყნის განსაკუთრებულობა იმით არის გამოწვეული, რომ ის არასდროს, არავისი კოლონია არ ყოფილა, რაც მის სახელშიც აისახება: ტაილანდურიდან ქვეყნის სახელი — როგორც «თავისუფალი ადამიანის მიწა» ითარგმნება. და, შეიძლება, სწორედ ამიტომ, ტაილანდელები სიცოცხლის მოყვარულები, ხალისიანები და მეგობრულები არიან. ტყუილად ხომ არ ეძახიან მას «ღიმილების ქვეყანას»? თუმცა, ეს ყველაფერი არ არის... ბანგკოკის და ქვეყნის სხვა, დიდ ქალაქების ქუჩებში, უამრავი მაღალი, ლამაზ და კარგად ჩაცმული, მოდელის გარეგნობის, გოგონა დადის. მაგრამ, სავარაუდოდ, არც ერთი მათგანი, გოგონად დაბადებული არ ყოფილა… ხუმრობა იქით იყოს და იდეალური გარეგნობის ტაილანდელი ქალების 80 % ადრე, მართლაც მამაკაცები იყო. ტაილანდელი ქალები, ჩვეულებრივ, დაბლები არიან და განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოირჩევიან. ამიტომ, სილამაზის კონკურსი, რომელშიც მართლაც რომ ლამაზი «გოგონები» მონაწილეობენ, დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებში. მისი ტრანსლირება ტაილანდის ცენტრალური ტელევიზიით ხდება და მას მოსახლეობის, თითქმის, მეოთხედი ადევნებს თვალს. კონკურსის მთავარი პრიზი, ავტომობილი და ფულადი ჯილდოა, რომელიც ტაილანდში, საშუალო წლიური ხელფასის ოდენობას უტოლდება. კონკურსის მთავარი მიზანი — ქვეყანაში ტურისტების მიზიდვა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სექსუალური უმცირესობის უფლებებზე და მათ თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ყურადღების გამახვილებაა. თუ ჩვენთან ტრანს სექსუალიზმთან დაკავშირებული თემები, ყოველთვის ემოციური განხილვის საგანი ხდება, ტაილანდში სქესის შეცვლა, ჩვეულებრივი მოვლენად ითვლება. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანაში, მამაკაცებს, დასაქმების თვალსაზრისით, დიდი არჩევანი არა აქვთ. ჯარში წასვლა ან დილიდან საღამომდე ბრინჯის პლანტაციებზე მუშაობა, სადაც ხელფასი, ფაქტობრივად, მონური შრომაშია, თვეში მხოლოდ 10 000 ბატაის (დაახლოებით, 300 აშშ დოლარი) ანაზღაურებით, ყველას არ უნდა... ამიტომ, მამაკაცს მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება: მსოფლიოს პლასტიკური ქირურგიის დედაქალაქში, — ბანგკოკში ჩასვლა და საკმაოდ ძვირადღირებული, სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება, რომლის შემდეგ, მისთვის დასაქმება უფრო მარტივი ხდება. მას შეუძლია ტურიზმის, გართობის, მოდის, ან მომსახურების სფეროებში დასაქმდეს, სადაც ანაზღაურება 5-ჯერ ან 10-ჯერ მაღალია, ვიდრე რიგითი ტაილანდელის საშუალო ხელფასი. და უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მათგანი კარიერაში, დიდ წარმატებასაც აღწევს. მიმი (ფაჯარანატ ნობანტაო) ტაილანდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელი * ბრიტანელმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს დნმ-ის ნაწილი, რომლის გათიშვის შემთხვევაში, ამ ქვეყანას მხოლოდ გოგონები მოევლინებიან. ამჟამად კვლევები მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში, თაგვებზე ტარდება და საკუთარი კვლევის შუალედური შედეგები მეცნიერებმა ჟურნალ «Science» («მეცნიერება»)-ში გამოაქვეყნეს («Sex reversal following deletion of a single distal enhancer of Sox9»). იმის გასაცნობიერებლად, თუ რაოდენ დიდ სამეცნიერო აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, იმის თქმაც საკმარისია, რომ «გოგონას» «ბიჭად» გარდაქმნის პროცესში დნმ-ის 1 ან რამდენიმე ნაწილი მონაწილეობს. ხოლო, ადამიანის გენომში მილიონამდე ასეთი ნაწილია, რომელიც საერთო ჯამში, 21 000 გენის აქტიურობას მართავს. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს აკავშირებს (ერთი აქვეა, კავკასიაშიც არის)* "ევას ბეჭედი" – 60 მილიონი წლის არტეფაქტი* 20 საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფოტო219 3-ს მოსწონს
|