x
image
თამილა გურაშვილი
დარეჯან მეფარიშვილი: "სინამდვილეში დედა ენის ჩამნაცვლებელი "შემოგვაპარეს"!
image
"ესაა პირველკლასელის სახელმძღვანელო.
აი, ეს ის წიგნია, დედა ენა დავაბრუნეთო რომ გვაზეიმეს! და, სინამდვილეში დედა ენის ჩამნაცვლებელი "შემოგვაპარეს"! ესაა უკონკურენტო სახელმძღვანელო!"დაჟე" გოგებაშვილიც რომ ვერ "შეეჭიდებოდა" ავტორს, ალეკო როდონაიას, ისეთია!
სწავლის საუკეთესო მეთოდიც შეარჩიეს - 5 წლიდან (კიდევ კაი 4 წლის ბავშვებში არ დაუშვეს) ბავშვმა ანბანი მთლიანი სიტყვებით უნდა ისწავლოს.
სიტყვები დედა და ენა კი არა, აი, იაც ამოიღეს.
ანბანის გასაღებით! - აი ია - აღარ იწყება ანბანის სწავლება, გოგებაშვილი და მისი მეთოდი ვერ პასუხობს 21-ე საუკუნის გამოწვევებს!
კიდევ გავიმეორებ! ეს წიგნი დაუშვეს 5 წლიდან. ესაა წიგნი, რომელშიც ერთი სიტყვა არ წერია გოგებაშვილზე და ასწავლიან მთლიან სიტყვათა მეთოდით, ისე, როგორც უცხოელები სწავლობენ ქართულს, ან ქართველები უცხო ენას.
კიდევ ერთხელ ჩა-ვაზუსტებ:დედა ენა, იაკობ გოგებაშვილი და გოგებაშვილის სწავლის მეთოდი გაქრა! ცნობისთვის: როდონაიას სახელმძღვანელოს შეტანა ადრე სცადეს, მაგრამ მასწავლებლები წავიდნენ წინააღმდეგნი. აი, ის ჩუმი გმირები, რომელთაც როდონაიას კატეგორიის ხალხი გამოცდას გამოცდაზე უტარებს და საბოლოოდ, მაინც გამოცდაჩაუბარებლებს აძლევენ საათებსაც და სამსახურსაც.
მაშინ, როდონაიას წიგნის წინააღმდეგნი, ასევე, წავიდნენ მშობლები. ყველა ერთ მუჭად შეიკრა! და წიგნი ვერ შეიტანეს სკოლებში!
ალტერნატივადაც კი არ დატოვეს როდონაიას წიგნის ფონზე გოგებაშვილის დედა ენა!
სკოლის წინ თავი რომ ჩამოიხრჩოთ მხოლოდ როდონაიას წიგნით და მეთოდით იმუშავებს ეს საგანმანათლებლო სივრცე - მთლიან სიტყვათა მეთოდით! იაკობ გოგებაშვილის და აი, იას გარეშე!
არადა, როგორ იყოოო? დედა ენა დავაბრუნეთო, ხომ?
"დედა ენა" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად რომ არის აღიარებული, შეგახსენებთ, ისე, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის!
დედაენის ბაღი რომ გვაქვს, ესეც იცით, ხომ? ბაღში ძეგლი? კიი, იცით.
ესეც გეცოდინებათ თქვენ: 1978 წლის 14 აპ­რილს დე­და ენის ბაღ­ში, ენის სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მოთხ­ოვ­ნით, დი­დი მი­ტინ­გი გა­ი­მარ­თა. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენად დარ­ჩა.
ო, ენავ ჩემო, დედაო, ენავ - მე დამავიწყდა და ეგებ თქვენ გაიხსენოთ ამ სტრიქონის კი არადა, ლექსის ავტორის გვარიც და ის დღეც, დედაენის ბაღში დედა ენის დღეს როდის აღნიშნავენ, გულისამაჩუყებელი ტექსტებითა და მკერდზე მჯიღით - საქართველო უპირველეს ყოვლისა! ქართველობას ვერავინ წაგვართმევს! და ა.შ.
გილოცავ! როდონაიამ შემოაბიჯა, როგორც იქნა! სამართალმა იზეიმა, იაკობ გოგებაშვილმა და მისმა დედა ენამ როდონაია და პირველი კლასელის სახელმძღვანელო ვერ დაჩრდილა!
პ.ს. საბოლოდ კი მასწავლებლები იძულებულნი გახდებიან იატაკქვეშეთიდან ასწავლობ ნავშვებს გოგებაშვილის მეთოდით! და არა მთლიან სიტყვათა მეთოდით, რომელისაც, გულწრფელად თუ ვიტყვით, ყველა ბავშვი ერთნაირი წარმატებით ვერ აითვისებს.
როდონაიას წიგნი კი ისტორიაში დარჩება როდონაიას ჯიბის შევსებისთვის დაბეჭდილ წიგნად!
image
2
177
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
177
  
2023, 10 ივლისი, 21:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 ივლისი, 20:30
Mylov.Ge №1 ქართული სოციალური ქსელი.
Mylov.Ge შემოგვიერთდი შენც
0 1 2