ამოცანები იპოვეთ ფოტოზე 25 ალოგიკურობა 2023, 9 ივლისი, 22:27 თუ გიყვართ დეტექტივობანა, ფოტოზე შეხედვისას მალე აღმოაჩენთ, რომ სურათეზე რაღაცები არასწორი და ალოგიკურია. შეიძლება მალევე დაინახოთ შეცდომები, მაგრამ ისინი სულ 25-ია. თუკი მოახერხებთ ყველა მათგანის პოვნას, რეალურ ცხოვრებაში შერლოკ ჰოლმს არ უნდა ჩამოუვარდებოდეთ. პასუხები: 1. ქარი ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით უბერავს: კვამლი მიდის მარჯვნივ, ხოლო ხის ტოტები მარცხნივ იხრება. 2. არ არსებობს კონკრეტული სეზონი: ზოგიერთი ხე უფოთლოა, ზოგს კი ფოთლები აქვს. 3. მინდვრების დათესვა და მოსავლის აღება ერთდროულად ხდება. 4. გუთანში შებმული ცხენი საპირისპირო მიმართულებით მიდის. 5. უღელში კაცი არ არის. 6. მინდორზე მხოლოდ ხეები იზრდება. 7. ყველაზე მაღალ ხეს განსხვავებული ტოტი აქვს. 8. მზის შუქი სხვადასხვა მიმართულებითაა: კაცისა და ძაღლის ჩრდილები სხვადასხვა მხარეს ეცემა. 9. ჭიშკარს ტალღოვანი და არასწორი ჩრდილი აქვს. 10. ჭიშკარს აქვს 5 ჰორიზონტალური ზოლი, ჩრდილს კი მხოლოდ - 4. 11. ჭიშკარს არ გააჩნიათ ურდული და სახელური მის გასაღებად. 12. ბუჩქი ღობეზეა ამოზრდილი. 13. სახლს კარი არ აქვს. 14. ფარდები ფანჯრების გარეთ ჰკიდია. 15. მამაკაცი ძალიან დიდია სახლთან შედარებით. 16. ძაღლი ძალიან დიდია ცხვრებთან შედარებით. 17. ერთ ცხვარს ფეხი აკლია. 18. ერთ ცხვარს შავი კუდი აქვს, რომელიც ძაღლის კუდს ჰგავს. 19. ცხვარი ძალიან სწრაფად პატარავდება მოცემულ პერსპექტივაში. 20. ზოგიერთ ობიექტს არ აქვს ჩრდილი. 21. ეზო შემოღობილია მხოლოდ ერთი მხრიდან. 22. ტბა ჰორიზონტზე მაღლა მდებარეობს. 23. ეტლი თივით ბევრად მაღლა დგას კაცზე. 24. ბორბალს წინა პლანზე აკლია ერთი ბორბალი და სახელური (თუ გატეხილია მაშინ რატომ უნდა იდგეს ბეღლის შუაში, სადაც თივა ინახება?) 25. სახურავზე ბუხარი იმავე მასალისგანაა დამზადებული, როგორიც - სახურავი. 338 1-ს მოსწონს
|