სხვა ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები და მათი წარმოშობის ისტორია 2023, 9 ივლისი, 20:21
1-13 რიცხვი და არაფრის გაკეთება არ შეიძლება პარასკევს-13 რიცხვში-ბიბლიის მიხედვით თითქოს ამ დღეს მოკლა კაენმა თავისი ძმა აბელი, დროთა განმავლობაში ლეგენდამ ათასობით ჭორი წარმოშვა, რის მიხედვითაც ციფრი 13 უბედურების და უიღბლობის სინონიმად გადაიქცა.
2-კარის ზღურბლზე რაიმე საგნის გადაცემა არ შეიძლება-ძველ დროში ადამიანები წინაპრების ფერფლს სახლის ზღურბლის ქვეშ ინახავდნენ, სწორედ ამიტომ მიუღებელი იყო კარის ზღურბლზე ჩამოჯდომა ან რაიმე საგნის გადაცემა, ეს იყო ზღვარი ერთგვარი საიქიო (ზღურბლთან)და სააქაო(სახლში) ცხოვრების გასაყარზე. 3-შავი კატის გადარბენა-შუა საუკუნეებში ქალაქებში ღამით მხედარს წინ გადაურბენდა ხოლმე მაწანწალა კატა, რის შედეგადაც ცხენი ფრთხებოდა და არც თუ იშვიათად მხედარს ძირს აგდებდა. 4-არ შეიძლება 40 წლის აღნიშვნა-ციფრი 40 საკრალურია უამრავ კულტურაში, ხშირად გვხვდება ბიბლიაში(წარღვნა 40 დღე, მოსემ 40 დღე ატარა ებრაელები უდაბნოში, 40 დღე დაჰყო იესომ მონათვლის შემდეგ უდაბნოში და სხვა...)40 დღეს პატივისცემით ეპყრობოდნენ წინაპრები, იგი დაკავშირებულია დაბადებასთან და სიკვდილთან, მიღებულია ასეთი წესი, რომ 40 დღე არ შეიძლება უცხომ ნახოს ახალშობილი ბავშვი, მიცვალებულის სული მხოლოდ 40 დღის შემდეგ სტოვებს სააქაოს..სწორედ ამის გამოა დამკვიდრებული ცრურწმენა, რომ 40 წლის აღნიშვნა არ შეიძლება. 5-მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გადაყრა არ შეიძლება-ამ ცრურწმენის ფესვები საიდან მოდის ბოლომდე არავინ იცის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მეზობელისგან გაჭორვას ერიდებოდნენ, რა გაქვს დასამალი? რატომ გაგაქვს ნაგავი სიბნელეში? თითქოს რაღაც დანაშაულს სჩადიოდე სხვის უჩუმრად 130 2-ს მოსწონს
|