საზოგადოებრივი ატლანტიდას იდუმალი ლითონი, რომელიც ძველ ბერძნულ წყაროებშია ნახსენები 3 ოქტომბერი, 8:42 ორიქალკუმი – იდუმალი ლითონია, რომლის შესახებ ინფორმაცია, არა ერთ, ძველ ბერძნულ წყაროშია. ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ ამ ლითონს ატლანტები იყენებდნენ. ჩვენამდე მოღწეული უძველესი წყარო, რომელშიც ორიქალკუმია ნახსენები, ძვ. წ. აღრ. VII ს. ჰესიოდეს ნაწარმოებია. მასში ნათქვამია, რომ ჰერაკლეს ფარი სწორედ ამ ლითონისგან იყო გაკეთებული. ხოლო, აფროდიტეს კულულები, ფერით, მას ორიქალკუმს ახსენებდა. ორიქალკუმის მისტიკურ კონტექსტში, ხშირად ხსენების მიუხედავად, მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ლითონი რეალურად არსებობდა და მისგან ხშირად, რელიგიური კულტის საგნებს ამზადებდნენ და ძალიან ძვირი ღირდა. ასე, რომ, ეს იშვიათი და უძველესი ლითონი, ხელმისაწვდომი მხოლოდ რჩეულთათვის იყო. 10 წლის წინ კი, მეცნიერებმა ამ უნიკალური ლითონის შემადგენლობა დაადგინეს. ანტიკური ისტორიკოსები, საკუთარ ნაშრომებში, გემს ახსენებდნენ, რომელიც სიცილიის სანაპიროსთან, რეს უბეში ჩაიძირა. მათივე მტკიცებით, ბორტზეც ორიქალკუმი იყო. ხოლო, ეს შემთხვევა, ჩვ. წ. აღრ. VI ს. II ნახევარში მოხდა. * დიდი ხნის მანძილზე, მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა უძველესი მუ, ლემურია, ჰიპერბორე, ატლანტიდა და სხვა მითიური კონტინენტები. იყო, თუ არა, დასახლებული გონიერი არსებებით და არსებობდნენ თუ არა, ჩვენი ცივილიზაციის გარდა, სხვა ცივილიზაციები დედამიწაზე. არხის სხვა სიახლეები:* FBI – ის დოკუმენტების მიხედვით, ნიკოლა ტესლა უცხოპლანეტელი იყო* სამოსი "ოტ კუტური" და კომპანიები, რომლებიც ჰიტლერთან თანამშრომლობდნენ* ფსბ – მ ჰიტლერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ455 2-ს მოსწონს
|