სხვა
10 ყველაზე სასტიკი სასჯელი გაუპატიურებისთვის
2023, 8 ივლისი, 19:35
ნებისმიერ საზოგადოებაში გაუპატიურება ყველაზე შეურაცხმყოფელ ქმედებად ითვლება. გაუპატიურების მსხვერპლები ხშირად ხდებიან სოციალურად გარიყული და მთელი რიგი ფსიქიკური დაავადებებისგან იტანჯებიან. ეს საშინელი ზეწოლა მთლიანად ანგრევს მათ ცხოვრებას. მთელს მსოფლიოში მთავრობებმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ სერიოზული კანონები შეიმუშავეს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ გაუპატიურებისთვის ყველაზე სასტიკი სასჯელების სიას მსოფლიო მასშტაბით.
ჩინეთი
ჩინეთში მოძალადეს სიკვდილით სჯიან, სასჯელის ზოგიერთ აღსრულებას თან დამნაშავის სასქესო ორგანოების დასახიჩრებაც ახლავს.
ირანი
ირანში მოძალადეს ან ახრჩობენ ან საჯაროდ ხვრეტენ. ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის მოთხოვნით შეიძლება სიკვდილით დასჯა დამნაშავის 100 გაშოლტვითა და სამუდამო პატიმრობით ჩანაცვლდეს.
ნიდერლანდები
ერთ-ერთი მხარის თანხმობის გარეშე ნიდერლანდებში ფრანგული კოცნაც კი გაუპატიურებად ითვლება. მსჯავრდებულის ასაკიდან გამომდინარე მას შესაძალოა 4-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. მეტიც, მეძავებზე სექსუალური ძალადობა 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საფრანგეთი
საფრანგეთში მოძალადეს წამების გამოყენებით შეიძლება 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. გარემოებებიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება შეიცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთით ან 30 წლით თავისუფლების აღკვეთით წამების გარეშე.
ჩრდილოეთ კორეა
დიქტატორული რეჟიმის მქონე ქვეყანა მოძალადის მიმართ არანაირ ლმობიერებას არ ითვალისწინებს. დანაშაულის ჩადენისთანავე დამნაშავე მყისიერად სიკვდილით ისჯება, რაც საჯაროდ თავში ტყვიის სროლას გულისხმობს.
ავღანეთი
ავღანეთში კი, სასამართლო სპეციალურ ორგანოებს დამნაშავის 4 დღის ვადაში დახვრეტას ავალდებულებს.
ნორვეგია
რაც შეეხება ნორვეგიას იქ მოძალადეს შეიძლება თავისუფლების აღკვეთა 4-დან 15 წლამდე ვადით მიესაჯოს.
ამერიკა
შეერთებულ შტატებში არსებობს ორი ტიპის კანონი - სახელმწიფო და ფედერალური, თუ ასეთი დანაშაული ფედერალური კანონის ქვეშ ექცევა, მოძალადეს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ესჯება. შტატების კანონმდებლობით გათვალისწინებული პატიმრობის ვადა რეგიონის მიხედვით განსხვავდება.
ინდოეთი
ინდოეთში 2013 წელს გაუპატიურების წინააღმდეგ კანონპროექტის მიღების შემდეგ აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდა, დამნაშავეს ან 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ან ძალიან იშვიათ შემთხვევებში სიკვდილით დასჯა.
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთში გაუპატიურების წინააღმდეგ ძალიან მკაცრი წესები მოქმედებს. მოძალადეებს ჯერ აძინებენ შემდეგ კი, საჯაროდ კლავენ. როგორც ისლამური ქვეყანა, საუდის არაბეთი ისლამური შარიათის კანონების შესაბამისად მოქმედებს. მოძალადეს საჯაროდ კვეთენ თავს, რის შემდეგაც სხეულს და თავს ერთმანეთს აკერებენ. დამნაშავეს შესაძლოა ქვებით ჩაქოლვაც კი მიესაჯოს. მოძალადის თავზე ქვები მანამდე ცვივა, სანამ მას სული არ ამოხდება. კანონი როგორც ქალებზე, ასევე მამაკაცებზეც ვრცელდება.