x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1990 წლის ფინალი: არგენტინა-გერმანია; რით გამოირჩეოდა ეს მატჩი და რა ახალი რეკორდები დამყარდა?
image

33 წლის წინ, 1990 წლის 8 ივლისს, რომში სტადიონ "ოლიმპიკოში" გაიმართა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც გერმანიისა და არგენტინის ნაკრები ერთმანეთს დაუპირისპირდა; მაინც რით გამოირჩეოდა ეს მატჩი და რა ახალი რეკორდები დამყარდა ფეხბურთის ისტორიაში?



თამაში მოიგო დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა ანგარიშით 1-0 მატჩის მიწურულს ანდრეას ბრემეს პენალტის წყალობით.




მანამდე გერმანიამ 2 მოგებით და 1 ფრით D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა(მასთან ერთად გამოდიოდნენ იუგოსლავია, კოლუმბია და არაბეთის საერმიროები) 1/8 ფინალში გერმანიამ დაამარცხა ნიდერლანდები 2:1, 1/4 ფინალში ჩეხოსლოვაკია 1:0, ხოლო ნახევარფინალში ინგლისთან ძირითადი დრო ფრეს(1:1) შემდეგ თერთმემეტრიანებით (4:3) ფინალში გავიდა.




მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა კი B ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა(კამერუნი, რუმინეთი, სსრკ-სთან ერთად)3 ქულით(1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) თუმცა ბურთების დადებითი ბალანსის წყალობით (3:2)შეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა. 1/8 ფინალში დაამარცხა ბრაზილია-1:0, 1/4 ფინალში მოუგო პენალტებით იუგოსლავიას 0:0(3:2) და ასევე თერთმეტრიანებით დაამარცხა ნახევარფინალში იტალია -1:1(4:3)







პირველად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულმა ზედიზედ სამ ფინალში მიიღო მონაწილეობა და პირველად განმეორდა ფინალში მონაწილეთა შემადგენლობა (როგორც ზედიზედ ორ ფინალში, ასევე მთელი მსოფლიო ჩემპიონატებსი ისტორიაში).


ეს იყო ფინალში პირველი მატჩ-რევანში და დღევანდელი დღის ჩათვლით ერთადერთ მატჩ-რევანში მიყოლებით.რადგან არგენტინამ წინა ფინალში დასავლეთ გერმანია დაამარცხა. არგენტინა გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ვერ გაიტანა გოლი და პირველი მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც მიაღწია ფინალს და წააგო.


ასევე დასავლეთ გერმანიის გამარჯვება არგენტინასთან იყო პირველი შემთხვევა, როდესაც

UEFA-ს გუნდმა ფინალში დაამარცხა CONMEBOL გუნდი (ყველა წინა ფინალი ორ კონტინენტს შორის სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით სრულდებოდა).


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დასავლეთ გერმანია გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ითამაშა ზედიზედ სამჯერ ფინალში (მათ ითამაშეს 1982 და 1986 წლების ფინალი), ეს მხოლოდ ბრაზილიამ გაიმეორა 1994, 1998 და 2002 წლებში.


ეს იყო დასავლეთ გერმანიის (გფრ)-ს უკანასკნელი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე; მალევე, ამავე 1990 წელს ჩამოყალიბდა ერთიანი გერმანიის გუნდი 40 წლიანი გაყოფის შემდეგ.



image

ასევე დაგაინტერესებთ



1.შეიძლება თუ არა ფულადი პრემია მიიღო საკუთარ კარში გატანილი გოლის გამო? - 1974 წელს ჰოლანდიის ნაკრების მცველმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა მას პრემია გადაეცა......საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ პრემია აღუთქვა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გატანილი გოლის ავტორს....ამ კურიოზული ამბის შემდგომ სპონსორებმა კონტრა...


21 ივნისი დიდი ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას გარდაცვალების დღეა, იგი 2012 წელს თრომბის შედეგად 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. გთავაზობთ საინტერესო ნაწყვეტს რამაზ შენგელიას დღიურიდან: მოგეხსენებათ, თავის დროზე საქართველოდან უცხოეთში ყველაზე ხშირად თბ...



– 18 ივნისი დიდი დავით ყიფიანს 72 წელი შეუსრულდებოდა. დღეს მის სპორტულ კარიერაზე და მიღწევებზე არ ვისუაბრებთ, რადგან ისედაც ბევრი და წერილა და თქმულა, მოგითხრობთ სახალისო ამბავს, რომელიც დავით ყიფიანს და ლეგენდარულ კალათბურთელს მიხეილ ქორქიას გადახდათ 1976 წელს კანადა...




სპორტული გამოცემა Sport 24 .ru. ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ისტორიას ავრცელებს ლეგენდარულ ფეხბურთელზე რევაზ ჩელებაძეზე, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. თუ ვინმე უხეშობდა, მომცელავდა ან დედაჩემს ახსენებდა, არ ვპატიობდი. თამაშს დროს მაინც თავს ვიკავებდი, მაგრამ ტრიბუნებთან კაცს ყველაფერზე პასუხს ვაგებინებდი, ...

1
260
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
260
  
2023, 11 ივლისი, 22:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1