x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
იგი პირველი დედა იყო, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ სამშობლოდან გასვლის უფლება მისცა-საინტერესო ფაქტები ლიანა ასათიანის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან

image

8 ივლისს(2014 წ.) მსახიობი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა და დაგვიტოვა შესანიშნავად შესრულებული როლების წყება.„გიორგი სააკაძე”, „ჭირვეულის მორჯულება”, „თავადის ქალი მაია”, „ჭრიჭინა”, „დიდოსტატის მარჯვენა” „ეთერის სიმღერა” – ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელშიც ლიანა ასათიანმა ითამაშა.თუმცა მსახიობის ცხოვრებაში იყო დრამატული მომენტები....




ბავშვობა


მსახიობი 12 წლის იყო, როდესაც დედ-მამა ერთმანეთს გაშორდნენ, დედამისს, მერი ბურდულს თანამდებობის პირი, პრეზიდიუმის მდივანი ვასო ეგნატაშვილი შეუყვარდა, იმას გაჰყვა ცოლად მა­მას მე­ზობ­ლის ქა­ლი შე­უყ­ვარ­და და სა­მი შვი­ლი მას­თან ეყო­ლა, დე­და­მისსაც შე­ე­ძი­ნა კი­დევ ერ­თი შვი­ლი...ასე რომ მსახიობს ნახევარძმები და დები ჰყავდა.



ლიანას მძიმე ცხოვრება ჰქონდა, თუმცა საზოგადოებას რადგან მა­მი­ნაც­ვალ­თან კარგ პი­რო­ბებ­ში ცხოვრობდა მისი მძიმე ცხოვრების არ სჯეროდა.


თუმცა მის ცხოვრებაში იყო დღეები, როდესაც შაქარის ნაცვლად ჩაიში მარილს იყრიდა.


მსახიობი მშობლებისგან განებივრებული ბავშვი არ ყოფილა.


"ჩემმა ბავშვობამ დამიტოვა მძიმე ნაკვალევი – დედას, სხვა შეუყვარდა და მშობლები დაშორდნენ, ამით კი შვილებს აგვერია ცხოვრება... მიყვარდა და მეამაყებოდა დედა, მაგრამ, ის და მამა რომ დაშორდნენ, ამის პატიება მიჭირს. მაშინ ბავშვი ვიყავი და იმდენად არ მესმოდა, მერე და მერე კი ეს ჩემთვის ტკივილად იქცა.."(ლიანა ასათიანი)


image



პირველი როლი



თექვსმეტი წლის ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრში წავედი მეგობრებთან ერთად. "გიორგი სააკაძე" გადიოდა. შესანიშნავი მსახიობები თამაშობდნენ. მთავარ როლში იყო შალვა ღამბაშიძე. ანტრაქტზე მე და ჩემი გოგონები დერეფანში გამოვედით. იცით რა ლამაზ გოგონებთან ერთად ვიყავი? - მახლდნენ პაოლოს ქალიშვილი მედეა, გოგლა ლეონიძის ქალიშვილები - თინა და ნესტანი... უცებ ორი ადამიანი მოგვიახლოვდა - ნატაშა ჟუჟუნაძე, მიხეილ ჭიაურელის ასისტენტი და შალვა გედევანიშვილი - ფილმის მეორე რეჟისორი. მკითხეს, ვინ ვიყავი და შემომთავაზეს, ფილმში გადაღება არ გინდაო?


ამ დროს მსახიობობაზე ვოცნებობდი. ყოველდღე თეატრში დავდიოდი, შინ რომ მოვიდოდი, თუ არავინ დამხვდებოდა, ვიწყებდი იმის განსახიერებას, რაც სცენაზე მქონდა ნანახი... ცხადია, ბედნიერი ვიყავი და დავთანხმდი.


ჯერ სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს. ჩამაცვეს, გამიკეთეს გრიმი. სარკეში რომ ჩავიხედე, ძალიან მომეწონა ჩემი თავი. გადაიღეს კადრები. რომ ვნახე, ისიც ძალიან მომეწონა. დამამტკიცეს როლზე.


პირველი ფილმი იყო "გიორგი სააკაძე". რომ მივიდოდი, სასწრაფოდ ჩავიცვამდი, გავიკეთებდი გრიმს, რომ ჩემი სიმორცხვე დამემალა. უკვე თეკლას სახით გავდიოდი გადასაღებ მოედანზე. ძალიან მინდოდა, რომ მიხეილ ჭიაურელს აღენიშნა, კარგია, კარგად ასრულებო.


ამ ფილმმა მაშინ ფურორი მოახდინა... ახლა რაც უნდა გადაიღო, ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყვება.(ლიანა ასათიანი)

image


ექიმი


სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა და ექიმად დაიწყო მუშაობა. ლიანა ასათიანს მხოლოდ მაშინ ეცვა ექიმის ხალათი, როდესაც გადასაღებ მოედანზე არ იდგა.



"გადავწყვიტე, ისეთ ფაკულტეტზე მესწავლა, რომელიც დამოუკიდებელს გამხდიდა, არსებობის საშუალებას მომცემდა (შენიშვნა გულისხმობს სამედიცინო ინსტიტუტს). კინოსტუდიის შტატში შემომთავაზეს ჩარიცხვა... ბევრი ფიქრის შემდეგ უარი ვუთხარი ჩემს თავს. თუ გადაღებებზე დაკავებული ვიქნებოდი, ჰონორარს თავისთავად მივიღებდი, თუ არა და, არაფრის კეთებაში ფულის ასაღებად ვერ ავეყუდებოდი სალაროებთან... ყოველდღე კინოსტუდიაში რეგისტრაცია, რომ, იქნებ, რომელიმე გადამღებ ჯგუფს რამეში დასჭირდე, ნებისმიერ რამეში – მოკლედ, ეს პირობები ჩემთვის მიუღებელი იყო და შემოთავაზებაც არ მივიღე”... (ლიანა ასათიანი)

image


საყვარელი როლი


მსახიობს "თავადის ქალი მაია მიაჩნდა" იმ როლად, სადაც ყველაზე კარგად იპოვა თავი.



„არა იმიტომ, რომ ის იდეალურად ვითამაშე, ის იყო ნამდვილი გმირი, ის იყო ნამდვილი ხასიათი, თუმცა, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე იშვიათად მოიხსენიებს ამ ფილმს. არადა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს ფილმი მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია...(ლიანა ასათიანი)


image




შვილის ამერიკაში დარჩენა


1983 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველო სენსაციურმა ამბავმა შეძრა, ლიანა ასათიანი შვილი, პიანისტი ლექსო თორაძე ამერიკაში დარჩა! რა თქმა უნდა საბჭოთა მთავრობამ ლექსო მოღალატედ გამოაცხადა.რეაქცია ჰქონდა დედას ამ ამბავზე?



"როცა გავიგეთ, ლექსო უცხოეთში დარჩა, ამ ამბავს მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მას გაშლილი სივრცე სჭირდებოდა და არა ისეთი, როგორსაც აქ, საბჭოთა კავშირში უქმნიდნენ. მისი ნაბიჯი ღირსეული იყო. იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო… უფრო ადრე უნდა წასულიყო, ისეთ მძიმე სიტუაციაში ჩააყენა ფედოსეევის ორკესტრმა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა… პროფესიული შეურაცხყოფა აუტანელია… დიდ ხომალდს დიდი ზღვა სჭირდებოდა, რომ ეცურა“.(ლიანა ასათიანი)

image


ლიანა ასათიანი პირველი დედა იყო, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ სამშობლოდან გასვლის უფლება მისცა



ეს იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში უპრეცედნტო შემთხვევა.


დედა-შვილის შეხვედრა საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძისა და პოლიტიკურ საკითხებში ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაიკლ არმაკოსტის დონეზე გადაწყდა.


1988 წლის აგვისტოს ბოლო დღეები იყო. ამერიკის პრესამ და ტელევიზიამ ამ ფაქტს დიდი ადგილი დაუთმო. აეროპორტი სავსე იყო ჟურნალისტებით, ფოტო და კინოკამერებით. „გამოჩნდა ლექსოს შავთმიანი, დიდებული, დედოფლური შესახედაობის დედა“, – წერდა ნიუ-იორკში ყველაზე პოპულარული „სახალხო ჟურნალი“ და ექვს გვერდზე აშუქებდა მსოფლიოში პირველად ტაბუახსნილ მოვლენას.


ლექსოსთან შეხვედრის ის წუთები ბედნიერებისთვის მთელ საუკუნეს ეყოფოდა. ეს ბედნიერება მარტო ერთი დედა-შვილის კუთვნილება არ იყო. ამ შეხვედრით საუკუნოვანი ბოქლომდადებული კარი გაიხნა…


თავად ლექსო თორაძე ხანგრძლივი განშორების შემდეგ მშობლიურ ქალაქს პირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე ეწვია.


მსახიობი ყოველთვის დარდით იხსენებდა შვილის ამერიკაში ყოფნის პერიოდს.

image


ვინ არის ბედნიერი თავის ცხოვრებით?


ხასიათის გამო სულ უკმაყოფილო ვიყავი ჩემი გარეგნობითაც კი... ცხვირის შეცვლაც მინდოდა, სახის ოვალისაც... მართალია ვერაფერი შევიცვალე, მაგრამ მაინც... რას ვდარდობდი, ღმერთმა რაც მოგცა, ისე უნდა იცხოვრო...


საერთოდ, ჩემს საფიქრალს შვილებსაც კი არ ვუმხელ, არ ვაწუხებ. ერთხელ მომივიდა შეცდომა, ლექსოს დავურეკე და შეტყობინება დავუტოვე - ლექსუნა, მომენატრე, გამეცი ხმა, შემოგევლოს ჩემი თავი-მეთქი. შუაღამისას დამირეკა გულგახეთქილმა - რა მოხდაო. ამასაც კი არ არიან მიჩვეული ჩემგან. როცა ჩემი ქალიშვილი ნინოც უცხოეთში წავიდა, გავაფრთხილე: როცა მოგენატროთ, თვითონ დამირეკეთ, მე არ დავრეკავ-მეთქი...


იცით, რა არის ჩემი სიმდიდრე? ლექსომ რაღაც საბუთები გამოგზავნა, კონვერტზე დააწერა: ლექსოს ლიანას. ვუყურებ ამ კონვერტს და ვფიქრობ, ამაზე მეტი რა უნდა მომწეროს?


მყავს ორი შვილი, სამი შვილიშვილი... ჩამოდიან ხოლმე ჩემთან...


ახლაც მომხიბვლელი ვარ? რას ბრძანებთ! სარკეში იცით რამდენი ხანია აღარ ჩამიხედავს!..


ახლა შეგეკითხებით: ვინ არის ბედნიერი თავისი ცხოვრებით? - ვინმე არის კი ბედნიერი? მგონი, არავინ..(ლიანა ასათიანი)


image

წყარო: old.tbiliselebi.ge

0
454
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0