x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
ეს ჭიანჭველებივით "მოფუთფუთე" ლაქები, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრია

image
აე მწვანე ლაქები რომლებიც დედამიწის ირგვლივ ჭიანჭველებივით "დაფუთფუთებენ" კოსმოსური ნაგავი არ გეგონოთ, ეს ლაქები თანამგზარებია, რომელთა რაოდენობა დედამიწის ორბიტაზე ძალიან დიდია.


ვერც კი წარმოიდგენთ რა დიდი რაოდენობის თანამგზავრი დაფრინავს ორბიტაზე, ეს სურათი და ვიდეო 2001 წლის მონაცემებზეა დაყრდნობილი და ის ვერ იქნება ზუსტი, რადგან აქ ილონ მასკის თანამგზავრები არ იქნება აღრიცხული.

2001 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით დედამიწის ორბიტაზე 4550 აქტიური თანამგზავრია, მწყობრიდან გამოსული და დედამიწასთან კავშირდაკარგული თანამგზავრებიც საკმაოდაა, როგორც მეცნიერები ამბობენ და თავისუფალი ფრენის რეჟიმში უვლიან გარს დედამიწას.

აქტიური თანამგზავრებიდან ყველაზე მეტი თანამგზავრი 2804 ერთეული ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილებაა, მეორე ადგილზეა ჩინეთი რომელიც 467 თანამგზავრითაა წარმოდგენილი (სადღეისოდ ჩინეთს უკვე 700 ერთეულზე მეტი თანამგზავრი ჰყავს ორბიტაზე), მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 349 ერთეული თანამგზავრით.

ამ თანამგზავრების ერთი ნაწილი საკომუნიკაციოა, მეორე ნაწილი მეცნიერების დაკვირვებებს ემსახურება, მესამე ყველაზე მძლავრი და აქტიური თანამგზავრები კი სამხედრო მისიას ასრულებს ორბიტაზე მათი მფლობელი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

აღნიშნული თანამგზავრები მართვის ცენტრებს რეალურ დროში გადასცემენ ინფორმაციას სხვა ტიპის თანამგზავრებისგან განსხვავებით.
მზეზე აფეთქებების კასკადის შემდეგ თანამგზავრების სამეცნიერო თუ საკომუნიკაციო თანამგზავრების ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა.
შარშან და წელს ილონ მასკის კომპანიის თანამგზავრების დიდ ნაწილსაც იგივე ბედი ეწია.

0
78
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
78