x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ვაგნერელი" მებრძოლი ურალში კლინიკაში გონს მოუსვლელად დაიღუპა მოკრივესთან კონფლიქტის შემდეგ

image
ახლა რუსეთში ის სიტუაციაა, რაც იყო საქართველოში აფხაზეთის ომში დამარცხების შემდეგ რაც ხდებოდა საქართველოში.


რუსეთის არმიის თუ კერძო სამხედრო კომპანიების რიგებში ნაბრძოლი ხალხი აგრესიულია ყველას და ყველაფრის მიმართ.


გახსოვთ ალბათ თბილისური "საძმოები", რომლებიც წლების მანძილზე ატერორებდნენ თბილისელებს და არაერთი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი შეიწირეს.

"ვაგნერი", როგორც კერძო სამხედრო კომპანია პრაქტიკულად დაიშალა, მისი შემქმნელი და მეთაური, რუსეთის გმირი პოლკოვნიკი უტკინი ძებნაშია, პრიგოჟინს ბელორუსში მხოლოდ 1000 მებრძოლი გაჰყვა თან და მათაც ბელორუსში იარაღი ჩააბარებინეს.

დარჩენილებს კი შესთავაზეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გაეფორმებინათ და რუსული დანაყოფების რიგებში ებრძოლათ, ვინც ხელს არ მოაწერს კონტრაქტს იარაღის ჩაუბარებლად ლიკვიდაცია ემუქრება.
შოიგუმ უკვე მოაწერა ხელი ბრძანებულებას "ურჩი" "ვაგნერელების" ლიკვიდაციაზე.

კრასნოიარსკის მხარის ქალაქ არტიომოვსკში "ვაგნერელი" ვეტერანი ალექსანდრე კოჟევინი, რომელიც ბახმუტის აღებაში იღებდა მონაწილეობას ქალაქის პარკში აუხირდა ადგილობრივ მოკრივეს, ნიკოლაი სმირნოვს. თვითმხილველების თქმით სმირნოვი ეცადა "ვაგნერელს" გარიდებოდა, მაგრამ ის არ მოეშვა და სიტყვიერი შეურაცხყოფიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა, რამაც სმირნოვის მოთმინების "ფიალა შეავსო" და მოკრივემ უძლიერესი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო "ვაგნერელი" ვეტერანი.

მართალია კოჟევინი მაშინვე მიიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ქალა-ტვინის ტრავმის გამო კომაში ჩავარდნილი მებრძოლის კომატოზური მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და ის გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.

სმირნოვი დაკავებულია, მას პიროვნებისთვის მძიმე ფორმის ტრავმის მიყენებაში ედება ბრალი, ის ნასამართლევი არაა და ჯერჯერობით გაურკვეველია სასამართლო მას ციხეში გაუშვებს თუ პირობითი სასჯელით გაუშვებს თავისუფლებაზე, ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით.

მოკრივე, რომელმაც "კობზონის კონცერტზე გაამგზავრა" "ვაგნერელი" მებრძოლი.

image

0
208
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
208