x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი ტყუპების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

ტყუპები ათასობით წლის განმავლობაში აოცებდნენ კაცობრიობას. დღესაც, როცა არც თუ ისე იშვიათია ხუთი-ექვსი შვილის ყოლა, ტყუპები მაინც იპყრობენ ყურადღებას. და მაინც, ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს იყო ტყუპისცალი. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მათ შესახებ.image

1. ტყუპების 22% ცაციაა. ზოგადად მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი შესამჩნევად დაბალია - 10%.


2. არსებობს იდენტური (მონოზიგოტური) და სხვადასხვაკვერცხისეული (დიზიგოტური) ტყუპები, ასევე შვიდი განსხვავებული ქვეტიპი, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სიამის ტყუპები.


3. ტყუპები ყოველთვის ერთ დღეს არ იბადებიან.


4. არ არის აუცილებელი, რომ ტყუპებს ერთი და იგივე მამა ჰყავდეთ.image



5. იდენტურ ტყუპებს განსხვავებული თითის ანაბეჭდები აქვთ.

6. იდენტური ტყუპების დაახლოებით 25%-ს სარკე ტყუპებს უწოდებენ.

7. იდენტურ ტყუპებს თითქმის ერთნაირი ელექტროენცეფალოგრამა აქვთ.image



8. 21-ე საუკუნეში სამჯერ მეტი ტყუპი იბადება, ვიდრე მე-20-ში, ითვლება, რომ ამის მიზეზი IVF პროცედურის გავრცელება გახდა, რომლის დროსაც ხშირად ირგვება რამდენიმე ემბრიონი ერთდროულად.


9. ტყუპებიდან თითოეული ავითარებს საკუთარ ენას (საუბრის ხერხს).


10. იდენტური ტყუპები სხვადასხვა სქესის ვერ იქნებიან.image



11. ტყუპების ტარებისას გესტაციური ასაკი მცირდება. ჩვეულებრივ მისი ხანგრძლივობა 39-40 კვირაა, ტყუპების შემთხვევაში - 36 კვირა, სამი ტყუპის დროს - 33-34 კვირა, ოთხი ბავშვი 30 კვირის შემდეგ იბადება, ხუთი კი - 28-29 კვირაში.


12. დედას გენეტიკურად აქვს მიდრეკილება სხვადასხვაკვერცხისეული ტყუპების გაჩენისკენ. იდენტური ტყუპების დაბადება შემთხვევითია.image



13. სხვადასხვაკვერცხისეულ ტყუპებს შესაძლოა სხვადასხვა კანის ფერიც ჰქონდეთ


14. 12 კგ და 340 გ არის ტყუპების დაბადების ყველაზე დიდი წონა ისტორიაში.image


15. ტყუპებს, რომლებიც დაბადებისას ერთმანეთს დააშორეს, მაგრამ შემდეგ კვლავ გაერთიანდნენ, ხშირად ერთნაირი ინტერესები და პიროვნება აქვთ.

0
208
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0