x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამ მძიმე ჟამს ეს დედა….ლები თუ გაგვაცინებენ” - ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი

image

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში "ვეფხისტყაოსნის" ავტორად დავით სოსლანის გამოცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს ავრცელებს და წერს:


"ცხინვალის უნივერსიტეტში ვეფხისტყაოსნის წარმოშობაზე მსჯელობენ და მიიჩნევენ რომ ის ოსი პრინცის დავით სოსლანის დაწერილი უნდა იყოსო.


ამ მძიმე ჟამს ეს დედა….ლები თუ გაგვაცინებენ. ოღონდ იმითი კი არა, რომ დავით სოსლანმა ვეფხისტყაოსანი ქართულად დაწერა.

უნივერსიტეტიც ჰქონიათ ცხინვალში ოსეტინებს კაცოოო."- ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში სა­ა­გენ­ტო "რესის" ცნობით ად­გი­ლობ­რი­ვი მწერ­ლე­ბი “სამ­ხრეთ ოსე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ შე­იკ­რი­ბე­ბი­ან და “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის” ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. რო­გორც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ირ­კვე­ვა, ად­გი­ლობ­რი­ვი მწერ­ლე­ბი პო­ე­მის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბას ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ:


"მე-12 სა­უ­კუ­ნის პო­ე­მა “ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ბევრ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას ინა­ხავს, და­წყე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი გმი­რე­ბით. პო­ე­მა­ში მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა რო­გორც რე­ა­ლურ, ასე­ვე გა­მო­გო­ნილ ქვეყ­ნებ­ში.


ზო­გი­ერ­თი წყა­როს მი­ხედ­ვით, პო­ე­მის ავ­ტო­რი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი შოთა რუს­თა­ვე­ლია, ზო­გი­ერ­თი მო­საზ­რე­ბით კი ოსი პრინ­ცი, და­ვით სოს­ლა­ნი", – ნათ­ქვა­მია განცხადებაში.






0
258
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
258