x
image
ზანგო
ვიზებთან დაკავშირებულ დებულებაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს პრეზიდენტმა "ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" ბრძანებულებაში ცვლილები შეიტანა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბრძანებულების პრეამბულაში სიტყვები "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" შეიცვალა სიტყვებით "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ".
ამასთან, დოკუმენტის მუხლს, რომელიც უცხოელთა იმ კატეგორიას განსაზღვრავს, რომელთაც საქართველოში უვიზოდ ყოფნის შეღავათი აქვთ, ემატება პუნქტი - უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ან შენგენის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მოქმედ მრავალჯერად, ერთხელ მაინც გამოყენებულ ვიზებს ერთი წლის ან მეტი მოქმედების ვადით, შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე, მაგრამ არა უმეტეს ვიზის მოქმედების ვადისა.
ამავე ცვლილებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების (Laissez Passer) მფლობელებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან ყოფნა უვიზოდ 90 დღემდე.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა. ის "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებულია. image

2
37
2-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
37
  
2013, 8 თებერვალი, 23:43
:D რას მეკაıფებı:D
2013, 2 თებერვალი, 3:06
საგოლ ძმააა.....სასარგებლო სტატია იყოო...:D:D:D:D:D:D ...
0 1 2