სტუდენტური ორგანიზაციები არჩევნების მონიტორინგისა და არჩევანის თავისუფლების დაცვის მიზნით ერთიანდებიან . ამის შესახებ სტუდენტური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა თსუ-ს ეზოში გამართულ შეკრებაზე განაცხადეს.
თსუ-ს ეზოში დღეს ათზე მეტი სტუდენტურ ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეიკრიბა. მათი თქმით, ერთობლივად მუშაობენ კონკრეტულ გეგმებზე, თუ რას აპირებენ მომავალი დღეების განმავლობაში იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.
სტუდენტური ორგანიზაციების ხელმძღვანელების განცხადებით, ამ გეგმებში შედის საპროტესტო აქციები და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
სტუდენტური ორგანიზაციების ლიდერები უახლოეს საათებში პრესკონფერენციას დაანონსებენ, რომელზეც ზემოხსენებულ გეგმებზე კონკრეტულად ისაუბრებენ. პრესკონფერენციას დაესწრებიან სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც, რომლებიც სტუდენტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ამასთან, სტუდენტები აცხადებენ, რომ არ გამოხატავენ იცავენ არც ერთი პოლიტიკური ძალის პოზიციას.![image](/uploads/article_images/small/81671348573677.jpg)