x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აბა, ხომ არ გადავყრი" - რას უშვებოდა სტალინი სამახსოვრო საჩუქრებს?
image


ყველამ იცის, რომ სტალინი ნივთების მიმართ საკმაოდ გულგრილი იყო, თუმცა უყვარდა კარგი ღვინო და გემრიელი საჭმელი, ასევე კარგად იყო მოწყობილი კაბინეტები და ოთახები. სახელმწიფოს მეთაურის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი მისი ერთი პიჯაკისა და ერთი ხელი ჩექმის შესახებ ამბავი ასევე სრულიად რეალურია, ბელადს "საზოგადოებაში მეორედ ერთსა და იმავე ჩაცმულობით გამოჩენის" პრობლემა არ ჰქონდა. საბჭოთა ხალხი მზად იყო ბევრი რამ გაეკეთებინა ლიდერის გასახარებლად. მათ შორის, ისინი "ერის მამას" საჩუქრებსაც კი ჩუქნიდნენ, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით ძღვენს სტალინს მაინც საზღვარგარეთიდან უგზავნიდნენ. კულტურის სამინისტროს მოსკოვის განყოფილების ცნობით, მისი მმართველობის წლებში სტალინმა მილიონზე მეტი საჩუქარი მიიღო. მათ შორის იყო უნიკალური ხელოვნების ნიმუშებიც.


image


მის სახელზე იმდენი საჩუქარი მოგროვდა რომ სტალინის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1949 წლის 21 დეკემბერს მასშტაბური გამოფენაც კი მოეწყო. გამოფენაზე სულ 23000-ზე მეტი ექსპონატი იყო წარმოდგენილი. უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან სტალინმა მიხაილ ხმელკოს "გამარჯვებული სამშობლოს ტრიუმფი" მიიღო. სურათზე გამარჯვების 1945 წლის 24 ივნისის აღლუმი იყო აღბეჭდილი. ამ ნამუშევრისთვის მიხეილ ხმელკოს 1950 წელს სტალინის პრემიაც კი მიენიჭა. დღეს ნახატი ტრეტიაკოვის გალერეაში ინახება.


image


აზერბაიჯანიდან სტალინმა ხელნაკეთი ხალიჩა მიიღო, რომლის ცენტრშიც მისი პორტრეტი იყო გამოსახული. 70 კვადრატული მეტრის ხალიჩა 35 მილიონი კვანძისგან შედგებოდა და მას 70 ოსტატი ქსოვდა. დღეს ექსპონატი აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაცული.


image


ლენინგრადის სამხატვრო მინის ქარხნის მუშებმა სტალინს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთეს, რომელიც მოგვიანებით "საიუბილეო ვაზის" სახელით გახდა ცნობილი. მისი წონა 1200 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე კი სამ მეტრს აღემატებოდა. ლალისფერი ვარსკვლავებით მორთული ვაზა მასიურ კვარცხლბეკზე იდგა და მასზე სტალინის პორტრეტი იყო გამოსახული.


image


ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო საჩუქარი ბურთის ფორმის ტელეფონი გახლდათ. ყურმილის დამჭერი ნამგალს ჰგავდა, თავად კი ჩაქუჩის ფორმის იყო, თუმცა პოლონელი ავიამშენებლების საჩუქარი სტალინს არასოდეს გამოუყენებია.



image


სტალინი ცნობილი იყო ჩიბუხებისადმი თავისი მგზნებარე სიყვარულით. ერთხელ მან ამერიკელი მოჭადრაკეებისგან საკმაოდ ორიგინალური ჩიბუხიც კი მიიღო, რომელსაც რუზველტისა და სტალინის მოჩუქურთმებული ფიგურები ამშვენებდა, რომლებიც მაგიდასთან ისხდნენ და ჭადრაკს თამაშობდნენ.


image


"ერის მამა" საჩუქრებს უცხოეთიდან არა მხოლოდ დაბადების დღეებზე იღებდა, ასე მაგალითად, სსრკ-ში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციამ სტალინს სპილოს ეს ორიგინალური ეშვი უსახსოვრა.


image


კიდევ ერთი წარმოუდგენელი საჩუქარი გახლდათ ეს ჩინური ქანდაკება, რომელსაც ეწოდებოდა "ბურთი ბურთის შიგნით". ფიგურა სპილოს ერთი მთლიანი ძვლისგან იყო დამზადებული.



image


1949 წელს სტალინმა ბრაზილიიდან, ერთი უცნობი კერძო პირისგან უჩვეულო საჩუქარი მიიღო. ეს იყო მაგიდის ნათურა დამზადებული არმადილის ჯავშნისგან და გველის ტყავისგან.


image


70 წლის იუბილეზე მიღებულ საჩუქრებს შორის იყო ასევე ლანგარი ლათინური ამერიკის რუკით, რომელიც მორფო მენელაუსის პეპლის ფრთებისგან იყო დამზადებული.

image


1931 წელს სტალინთან შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის პარლამენტის პირველმა ქალმა წევრმა ნენსი ასტორმა მას უნიკალური საჩუქარი გაუკეთა. ეს გახლდათ უცნაური დოქი რუსული დათვის გამოსახულებით, რომელსაც ხელში ნაპოლეონი ეჭირა.


image


1949 წელს საბჭოთა ლიდერის საჩუქრების გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ექსპონატი გახლდათ ტერაკოტას ვაზა ტოსკანადან. გამოფენის დროს ეროტიკული შინაარსის გამოსახულებები საბჭოთა მაყურებლის თვალისგან დამალეს.


image


აი, ეს ნიანგი კი სტალინს ბრაზილიელმა მუშებმა უსახსოვრეს.


image


"ერის მამა" მთელ ამ ბრწყინვალებას სამთავრობო აგარაკების სკივრებში არ მალავდა. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ რიგით მოქალაქეებსაც უნდა ჰქონოდათ იმის საშუალება რომ საკუთარი თვალით ენახათ ხელოვნების ეს ბრწყინვალე ნიმუშები, ამიტომ საჩუქრებს ის სხვადასხვა დონის მუზეუმს გადასცემდა. ცნობილია, რომ პირადი სარგებლობისთვის ლიდერმა ციმბირელი მუშებისგან მხოლოდ საწოლის კომლექტი და ჩიბუხი დაიტოვა.








0
439
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
439