სხვა ღამის ცხოვრება ირანში: როგორ ერთობიან ახალგაზრდები ქვეყანაში, სადაც წვეულებები სასტიკად იკრძალება 2023, 2 ივლისი, 13:58 ირანელებს გართობა ყოველთვის უყვარდათ. ინტერეტსივრცეში იმ წვეულებების ამსახველი ფოტოებიც კი მოიპოვება, რომელიც ირანში ჯერ კიდევ 200-300 წლის წინ იმართებოდა ანუ იმ დროს, როცა, სავარაუდოდ, ისლამური წეს-ჩვეულებები გაცილებით მკაცრი იყო. ძველი ბერძნებიც კი, რომლებსაც გართობა თავადაც არანაკლებ უყვარდათ, ამტკიცებდნენ რომ "ზნეობის დაცემა" ელადაში სწორედ სპარსეთის გავლენით დაიწყო. რაც შეეხება თანამედროვეობას, 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ არა კონსერვატიზმის ზრდა, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ლიბერალიზაცია გამოიწვია.იმამების ორმოცწლიანი მმართველობის შემდეგ, ქვეყანა დღეს არც ისე ღარიბია, თუმცა მის ფარგლებს მიღმა გასვლა მაინც დიდ სირთულეს წარმოადგენს, გასართობი ქვეყანაში თითქმის არაფერია. ადგილობრივ მოსახლეობას ფულის ხარჯვის საშუალება უბრალოდ არსად აქვს, შესაბამისად, ყველანაირი სახის სიამოვნებისადმი ლტოლვა ადგილობრივებს მეტისმეტად გამძაფრებული აქვთ, ამიტომ ახალგაზრდული თავყრილობები და წვეულებები იქ ყოველ ხუთშაბათს საღამოს იმართება, რადგან პარასკევი - ისლამისთვის წმინდა დღეა.ახალგაზრდები მეზობლების უკმაყოფილების თავიდან ასარიდებლად ყველაზე ხშირად წვეულებებს ერთმანეთის აგარაკზე მართავენ, როგორც წესი კი, წვეულების ალკოჰოლით უზრუნველყოფას საკუთარ თავზე მასპინძელი ან ერთ-ერთი მდიდარი სტუმარი იღებს. სასმელების ხარისხიც შეიძლება საკმაოდ განსხვავებული იყოს ვინაიდან ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელის გაყიდვა ოფიციალურად აკრძალულია, მისი დამზადება მხოლოდ სახლში და მხოლოდ ადგილობრივ ქრისტიანებს შეუძლიათ. მწარმოებლის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს როგორც მაღალი, ასევე საკმაოდ დაბალი ხარისხის სასმელი.გამომდინარე იქიდან რომ ირანელების უმეტესობა სასმელში დიდად ვერ ერკვევა, წვეულებებზე უფრო მეორე ვარიანტი ჭარბობს, სამწუხაროდ, ადგილობრივებმა არც ნასვამ მდგომარეობაში მოქცევის წესები იციან და ამიტომ გრადუსის ქვეშ ხშირად ავტომობილის საჭესთანაც კი სხდებიან.სწორედ ამ მიზეზით ხდება ახალგაზრდული წვეულებების შესახებ ცნობილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც. სტუმარი გოგონების უმეტესობა როგორც წესი, თამამ კაბებს ანიჭებს უპირატესობას, წვეულებებზე მოსაწყენი ჰიჯაბით იქ არავინ დადის, ბევრი ირანელი გოგონა შეღებილი ქერაა.ირანელები უცხოელებს საკუთარ კამპანიაში სიამოვნებით იღებენ. ჩვენი სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ზედმეტად თავაზიანადაც კი იქცევიან. ზოგს ეს მოსწონს, ზოგსაც კი აღიზიანებს. მთავარია, სათანადოდ მოიქცეთ და აღმოსავლურ თავაზიანობასა და სტუმართმოყვარეობას თავხედურად და ფამილარულად არ უპასუხოთ.ახალგაზრდობა თანამედროვე დასავლურ პოპზე, 1980-- 1990-იან წლების ადგილობრივ ან ევროპულ - ამერიკულ მუსიკაზე ერთობა. ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში აიკრძალა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი შემსრულებლების უმეტესობა, რომელიც არსებულ ნორმებსა და წესებს არ შესაბამებოდა შესაბამისად, ირანელების მუსიკალური გემოვნებაც ცოტა კონსერვატიული დარჩა.ზოგჯერ ხმაურიანი და თავაშვებული წვეულებები სამართალდამცველებს შეუმჩნეველი არ რჩებათ და ამ შემთხვევაში სასჯელი უკვე დანაშაულის ხარისხზეა დამოკიდებული. პოლიციას შეუძლია მსუბუქი ხარისხის თრობის ქვეშ მყოფთ ლექცია წაუკითხოს.მათ კი, ვისაც სისხლში მეთანოლი აღმოაჩნდება, შეიძლება დაჯარიმდეს ან საჯაროდ იცემოს, აკრძალული ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში პირს შეიძლება სასჯელის უმაღლესი ზომაც კი შეეფარდოს. დებოშის მომწყობებმა კი შესაძლოა ერთი-ორი დღე საერთოდ განყოფილებაში გაატარონ.375 შეფასება არ არის |