სხვა 10 სრულიად შოკისმომგვრელი და დაუჯერებელი ფაქტი სამეცნიერო სამყაროდან 2023, 2 ივლისი, 1:43 სამეცნიერო სამყარო შოკისმომგვრელი და არცთუ იშვიათად დაუჯერებელი ფაქტების სამყაროც არის. ალბათ ხშირად ადამიანები მეცნიერები სწორედ იმიტომაც ხდებიან, რომ სწორედ ასეთ ფაქტებთან ჰქონდეთ შეხება. კაცობრიობას ცნობისმოყვარეობა მიერეკება დიდი აღმოჩენებისკენ.
ქვემოთ სწორედ ასეთ შოკისმომგვრელ და დაუჯერებელ ფაქტებს წარმოგიდგენთ: 1. ისლანდიაში კოღოები არ არსებობენ. მეცნიერები ვერ ხვდებიან, თუ რატომ ხდება ასე. 2. მდგომარეობა, როდესაც თითები წყლის ქვეშ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის შემდეგ შეშუპებულია, არის ნერვული სისტემის ევოლუციური რეაქცია. სხეული აცნობიერებს, რომ ის წყალშია და ცდილობს სველ პირობებში შეშუპების გზით მეტი მოჭიდება გამოიმუშაოს. 3. ფილიპ ნოელ-ბეიკერი პლანეტაზე ერთადერთი ადამიანია, რომელსაც მოპოვებული აქვს როგორც ოლიმპიური მედალი, ასევე ნობელის პრემია. 4. როდესაც ფიზიკოსმა ნილს ბორმა ნობელის პრემია მოიპოვა, კარლსბერგის ლუდსახარშმა მას საკუთარი საწარმოს გვერდით სახლი უსახსოვრა, საიდანაც ლუდსახარშიდან პირდაპირ ფიზიკოსის სახლში მილი გადიოდა. ამ მილიდან ნილს ბორს სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ შეეძლო იმდენი ლუდის ჩამოსხმა და მირთმევა, რამდენიც სურდა. 5. 2003 წელს, მას შემდეგ, რაც უკანასკნელი ბუკარდო — გარეული თხის ერთ-ერთი სახეობა გადაშენდა, მეცნიერებმა მოახერხეს მისი კლონის შექმნა. ეს იყო დედამიწის ისტორიაში პირველი სახეობა, რომელიც აღდგა მისი გადაშენების შემდეგ. თუმცა კლონი შვიდი წუთის შემდეგ მოკვდა, რითაც ის გახდა პირველი სახეობა, რომელიც ორჯერ გადაშენდა. 6. მეცნიერები თვლიან, რომ ისინი ევოლუციური ნახტომის მომსწრენი გახდნენ. მათ აღმოაჩინეს, თუ როგორ გადაიქცა ავსტრალიური ხვლიკი კვერცხისმდებელი სახეობიდან ცოცხლადმშობ სახეობად. 7. ალექსანდერ ფლემინგმა მართალია, აღმოაჩინა პენიცილინი, მაგრამ მისგან ანტიბიოტიკი არასოდეს დაუმზადებია. მხოლოდ ათწლეულების შემდეგ შეისწავლა ჰოვარდ ფლორიმ ფლემინგის ნაკლებად შესამჩნევი სამეცნიერო ნაშრომი და დაინახა ამ აღმოჩენის უზარმაზარი პოტენციალი. 8. ადამიანის დნმ-ის დაახლოებით რვა პროცენტი წარმოებულია იმ ვირუსების დნმ-სგან, რომლებმაც ათასობით წლის წინ დააინფიცირეს ჩვენი წინაპრები. 9. რუმინელი მეცნიერი ნიკოლას მინოვიჩი მთელი ცხოვრება ცდილობდა სიკვდილის საიდუმლოს ამოხსნას. იმისათვის, რათა გაეგო, თუ რას განიცდიდნენ ახლად გარდაცვლილები, მან არაერთხელ… ჩამოიხრჩო თავი. დიახ. ნიკოლასი ხშირად ადიოდა სახრჩობელაზე, იხრჩობდა თავს და რამდენიმე წუთის შემდეგ მას ხსნიდნენ თოკიდან და “აღვიძებდნენ.” 10. ადამიანი არ იბადება მხოლოდ დედისა და მამის გენების შერევის შედეგად. გარდა მშობლიური გენებისა, ყოველი ადამიანი დაახლოებით 100 ახალი მუტაციით ევლინება სამყაროს. 289 შეფასება არ არის
|