საზოგადოება
"ციხიდან ისეთებს მწერდა, მეგონა..." - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
2023, 1 ივლისი, 20:03
"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამის შესამჩნევ ტრანსფორმაციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აცხადებს რომ მის ამ ცვლილებას მანამდე არ ირწმუნებს, სანამ მისგან კონკრეტულ ქმედებებს არ დაინახავს:
"გიგი უგულავა ციხიდან ისეთებს მწერდა, მეგონა მთელი წინა ცხოვრება გადააფასა და ჯონ ადამსად გამოდის გარეთ!
მაგრამ Хотели как лучше, а получилось как всегда.
ამიტომ, დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ ყველა ”ტრანსფორმაციას” სანამ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს და ამ ქმედებების სტაბილურობას არ დავინახავ - გარეთ.
ყველა ადამიანი თავის გამოცდილებაზე აგებს მოლოდინებს და ჩემი გამოცდილება ასეთია."- წერს "ტაბულას" დამფუძნელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.