x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პოინტ ნემო — მსოფლიოს ყველაზე მიყრუებული ადგილი
დედამიწაზე არსებობს რამდენიმე ადგილი, რომელიც ყველაზე შორს მდებარეობს ყველა სხვა ნებისმიერი ადგილიდან. ესენი ყველაზე განმარტოებული წერტილებია მთელ ჩვენს პლანეტაზე. ასეთია მაგალითად ტრისტან და კუნია ატლანტის ოკეანის სამხრეთში, რომელიც სამყაროს უახლოესი დასახლებული ნაწილიდან, წმინდა ელენეს კუნძულიდან 2000-ზე მეტი კილომეტრით, ხოლო აფრიკის მატერიკიდან 2400 კილომეტრით არის დაშორებული. ამ ანგარიშით ტრისტან და კუნია მსოფლიოს ყველაზე განმარტოებული დასახლებული ტერიტორიაა მთელ დედამიწაზე.


სამხრეთ ატლანტიკაში მასზე განმარტოებული მხოლოდ ნორვეგიული კუნძული ბოუვეა. მაგრამ მას მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს.


თუმცა დედამიწაზე არსებობს ასევე ერთი ადგილი, რომელიც კიდევ უფრო უკაცრიელი გახლავთ და ეს არის პოინტ ნემო — სამყაროსგან მოწყვეტილი წერტილი შუა წყნარ ოკეანეში. მას უახლოესი ხმელეთის სანაპიროდან 2688 კილომეტრი აშორებს.


ეს მართლაც რომ იტყვიან, ძეხორციელისგან სრულიად მივიწყებული და მივარდნილი ლოკაციაა.



ნემო


პოინტ ნემო იმდენად მიტოვებული ადგილია, რომ როცა მის თავზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურია გამოკიდებული, მასში მყოფი ადამიანები რამდენიმეჯერ უფრო ახლოს არიან ამ წერტილიდან, ვიდრე დედამიწაზე მცხოვრები რომელიმე სულიერი.


რადგან ის ასეთი მიტოვებულია, პოინტ ნემო კოსმოსური ნარჩენების ერთგვარ “სასაფლაოს” წარმოადგენს.


ის პირველად ხორვატიული წარმოშობის კანადელი ინჟინრის, ჰრვოიე ლუკატელას მიერ, 1992 წელს იქნა განსაზღვრული.


პოინტ ნემოდან უახლოესი ხმელეთი არის კუნძული დუჩი, რომელიც პიტკერნის არქიპელაგის შემადგენლობაშია მოქცეული. ჩრდილოეთში მას ესაზღვრება ასევე მოტუ ნუი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი — მარის კუნძული. მისი მოსაზღვრე ერთ-ერთი უახლოესი წერტილია ასევე კუნძული სიპლი, რომელიც მარი ბირდის მიწამდე არსებულ მონაკვეთში მდებარეობს, რომელიც ანტარქტიდას განეკუთვნება. ჩეთჰემის არქიპელაგი მისგან დასავლეთით მდებარეობს, ხოლო აღმოსავლეთით — ჩილეს სამხრეთი ტერიტორიები.


ნემო


ყველაზე სწრაფი საზღვაო ხომალდით პოინტ ნემომდე მისაღწევად 15 დღეზე მეტი დაგჭირდებათ, ხოლო თვითმფრინავით — 10 საათი.


კომერციული რეისები, რომელიც ამ წერტილამდე მიგიყვანთ, არ არსებობს. თუმცა პოინტ ნემომდე რომც გაემგზავროთ, იქ ვერაფერს ვერ იპოვით. იქ არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომელიც გიჩვენებდათ, რომ მსოფლიოში ყველაზე უკაცრიელ ადგილას იმყოფებით. ირგვლივ მხოლოდ ოკეანეა — უსასრულო ოკეანე, ყოველმხრივ, კიდით კიდემდე.

0
223
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0