x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ინდოელი გურუს მოწოდების შემდეგ ოთხასმა მამაკაცმა კვერცხები ამოიჭრა

გურუ


თქვენ სწორად ჩასწვდით საქმის არსს, ძვირფასო მეგობრებო: საუბარია არა ქათმის ან ბატის კვერცხებზე, არამედ იმ ორ მრგვალ ტესტიკულზე, რაც ნებისმიერი მამაკაცის სიამაყის საგანს წარმოადგენს. სწორედ მათი მოცილებისკენ მოუწოდა ინდოელმა გურუმ, გურმეეტ რამ რაჰიმ სინგჰმა საკუთარ მიმდევარ მამაკაცებს. გურუს მტკიცებით, როცა მამაკაცები კვერცხებს მოიცილებდნენ, ღმერთს იმდენად დაუახლოვდებოდნენ, რომ მასთან პირისპირ საუბარს შეძლებდნენ.


კვერცხები კვერცხებად და რასაკვირველია, ოთხასი მამაკაციდან ვერცერთმა ღმერთთან საუბარი ვერ შეძლო. ამიტომ ისინი გახელდნენ და გურუს სასამართლოში უჩივლეს.


სულიერ ლიდერს იმაში ედავებოდნენ, რომ მან თაღლითურად დაარწმუნა საკუთარი რელიგიური ორგანიზაციის წევრი 400 მამაკაცი, სასქესო ორგანოების ნებაყოფლობითი კასტრაცია განეხორციელებინათ კლინიკაში, რომელსაც გურმეეტ რამ რაჰიმ სინგჰის ორგანიზაცია მართავდა. მამაკაცებმა ფული ჩაურიცხეს აღნიშნულ კლინიკას და სამუდამოდ სწორედ ამგვარად გამოემშვიდობნენ საკუთარ კვერცხებს.



გურუს მთელ მსოფლიოში 50 მილიონი მიმდევარი ჰყავს და 50 მილიონი დოლარის ქონებაც დააგროვა გასული წლების მანძილზე.


ინდოელ სულიერ ლიდერს ერთ-ერთი ჟურნალისტის მკვლელობაც დაუმტკიცდა, რომელიც მასზე მამხილებელ მასალებს აგროვებდა. გარდა ამისა, ის ამხილეს ასევე საკუთარი რელიგიური ორგანიზაციის წევრი ქალების გაუპატიურებაში.


მამაკაცები, რომლებმაც გენიტალიები მოიცილეს, დღეს ჟურნალისტებთან ყოველგვარ კონტაქტს გაურბიან. მათ ინდოეთის გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც იმგვარად მიმართეს, რომ ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს.


სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებიც წლების მანძილზე გრძელდებოდა, ინდოეთის პროკურატურამ შეძლო, დაემტკიცებინა, რომ რამ რაჰიმმა ნამდვილად დაარწმუნა საკუთარი რელიგიური ორგანიზაციის წევრი 400 მამაკაცი, კვერცხები მოეცილებინათ. ინდოელ რელიგიურ ლიდერს ასევე დაუმტკიცდა ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზება და გაუპატიურებები, რის გამოც გასულ წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის მოთავსებულია შესაბამის დაწესებულებაში და დღემდე იხდის სასჯელს.

0
1644
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1644
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0