სიახლეები "ვისმინეთ პრემიერის ზღაპრები ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე,სინამდვილე კი ასეა"-ანა ნაცვლიშვილი 2023, 1 ივლისი, 15:51 "ვისმინეთ პრემიერის ზღაპრები ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე სინამდვილე კი ისაა, რომ....
*მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 32% დღეს ღარიბია და დღეში 2, 5 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს. კიდევ 37% ზომიერად ღარიბია და ჭამა-სმაზე, ჩაცმაზე, კომუნალურ ხარჯებზე, ბავშვების განათლებასა და მედიკამენტებზე დღიურად 5 დოლარს უნდა დასჯერდეს; დანარჩენი 24% მოწყვლად ჯგუფშია. ასე რომ, გამოდის, საშუალო ფენის ხვედრითი წილი საქართველოში დღეს 7%-ს არ აღებატება.
*საქართველოს მოსახლეობის მდიდარი 10% ფლობს ქვეყნის მთლიანი შემოსავლების 34, 5%-ს, რაც შეეხება უმდიდრეს 1%-ს - ეს ადამიანები საქართველოს მთლიანი შემოსავლის 11, 5%-ს ინაწილებენ."-წერს სოციალურ ქსელში იურისტი და პოლიტიკოსი, პარტია "ლელოს" წამომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ნაცვლიშვილს "ბინძური ადამიანი " უწოდა მას შემდეგ, როდესაც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც ღარიბაშვილის შვილი სწავლობს, ლგბტ თემის მხარდამჭერია.
"სიბინძურეს აკეთებთ და ბინძური ადამიანი ხართ", - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზში..
ნაცვლიშვილის განცხადებას ხმაური მოჰყვა "ოცნების" დეპუტატებში და უმრავლესობის წევრების მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.
89 4-ს მოსწონს
|