კულტურა ჩინეთის სანაპიროსთან მინის დინასტიის დროინდელი ჩაძირული ხომალდები იპოვეს 2023, 30 ივნისი, 18:23 რამდენიმე თვის წინ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იპოვეს მინის დინასტიის დროინდელი (1368-1644 წ.) ორი გემის ნაშთი. აღმოჩენა 1500 მეტრის სიღრმეზე გაკეთდა. ასევე ისტორიაში პირველად ჩინეთმა აღმოაჩინა ასეთი მასშტაბური უძველესი გემი ღრმა ზღვაში. ორივე გემი და მათი შიგთავსი საკმაოდ კარგად არის შემონახული, ამიტომ მკვლევარებმა ადვილად დაადგინეს, რომელ პერიოდს განეკუთვნებიან. აღმოჩენას უწოდეს „გარღვევა“ ჩინეთის ვაჭრობის ისტორიაში.
"აღმოჩენილ არტეფაქტებს აქვთ მაღალი ისტორიული, სამეცნიერო და კულტურული ღირებულება. აღმოჩენა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყალქვეშა არქეოლოგიის სამყაროში. ეს არის დიდი აბრეშუმის გზის ისტორიის მნიშვნელოვანი გასაღები, იმდროინდელი ჩინეთის ვაჭრობის ისტორია, ”- თქვა იანგ ილინმა, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ადმინისტრაციის არქეოლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა. აღმოჩენილ ჭურჭელს შორის აღმოჩნდა სხვადასხვა სახის მასალა, მათ შორის თეთრი და ლურჯი ფაიფური, ცელადონი (თხელი ფაიანსის მასისგან დამზადებული კერამიკული ნაწარმი) და მწვანე მოჭიქული კერამიკა. 110 1-ს მოსწონს
|