x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული ადამიანების უკანასკნელი კადრები
image


ისე ვცხოვრობთ რომ არავინ ვიცით როდის დადგება ჩვენი აღსასრული, მანამდე კი სიცოცხლით ვტკბებით, ვერთობით, ვმოგზაურობთ, ვიღებთ ფოტოებს, ვიდეოებს, მაგრამ ვინ იცის, რომელი მომენტი იქცევა ჩვენს ცხოვრებაში საბედისწეროდ. ასე იყვნენ ჩვენი დღევანდელი ფოტოების გმირებიც, რომლებსაც არც კი უფიქრიათ, რომ ეს მათი დასასრული იქნებოდა... თქვენ წინაშეა ადამიანების სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული უკანასკნელი კადრები.




რეისი FH-227


image


ბორტზე მყოფი მგზავრებისთვის ეს ფოტო უკანასკნელად იქცა, რეისმა FH-227 1972 წლის 13 ოქტომბერს კატასტროფა განიცადა. სამწუხაროდ, ამ სიცოცხლისმოყვარული ბიჭების უმრავლესობა სინათლეს ვეღარასდროს იხილავს. ავიაკატასროფიდან 72 დღის შემდეგ 16 გადარჩენილი იპოვეს.




უკანასკნელი ვულკანი


image


ეს კადრი ფოტოგრაფმა რობერტ ლანდსბურგმა გადაიღო. 1980 წლის 18 მაისს სენტ-ჰელენზის ცნობილმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო, ფოტოგრაფმა გადაწყვიტა მისი სიდიადე საკუთარ ფირზე აღებეჭდა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხდა. ფოტოგრაფი საკუთარი სხეულით კამერას გადაეფარა, რათა მისი ფოტო ახლა თქვენ გენახათ.




საბედისწერო ჩაყვინთვა


image


ფოტოზე, ფრიდაივერის, ნიკოლას მევოლის შეცბუნებულ მზერას ხედავთ, რომელმაც 72 მეტრის სიღრმეზე სუნთქვის შეკავების მსოფლიო რეკორდის დამყარება გადაწყვიტა. წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ ის წყლიდან უსაფრთხოდ ამოვიდა, და განაცხადა რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა მოულოდნელად გონება დაკარგა და იმავე დღეს გარდაიცვალა.





დათვის თავდასხმა


image


ეს უესტ მილფორდის ბოლო ფოტოა. მან ამ კადრის გადაღება მანამდე მოასწრო, სანამ მას თავს დათვი დაესხმებოდა.




ბოლო სელფი მამასთან

image


შვილთან ერთად გადაღებული ეს მხიარული ფოტო ამ მამაკაცისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, ორიოდე დღეში ის ავტოკატასტროფაში დაიღუპება.




უბედური შემთხვევა ქორწილში


image


ამ ფოტოს ავტორი წერს, რომ ეს მისი მეგობრის ბოლო კადრია, საუბარია მარცხნივ, მჯდომ წვერიან ბიჭზე. იმ დღეს ავტორს ქორწილი ჰქონდა და მან თავისი საუკეთესო მეგობრები დაპატიჟა. ცერემონიის შემდეგ ბიჭმა თავი ცუდად იგრძნო და სახლში ტაქსით წავიდა, სადაც ტვინში სისხლისჩაქცევით გარდაიცვალა.




საბედისწერო სელფი


image


ერთი შეხედვით, ამ ფოტოზე უჩვეულო არც არაფერია, თუმცა არც ასეა საქმე. ეს ბიჭი მხოლოდ 21 წლის გახლდათ, იმ საბედისწერო დღეს კი, მის ხელში უცნაურად აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მან სელფის გადაღება გადაწყვიტა. რაღაც მომენტში ბიჭს ტყვია გაუვარდა, მისი გადარჩენა ექიმებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს. ფოტო მის უკანასკნელ კადრად იქცა.





უკანასკნელი ფოტო აუზში


image


კადრის ავტორის თქმით, მან საკუთარ ვაჟს აუზში ეს ფოტო დახრჩობამდე ზუსტად ხუთი წუთით ადრე გადაუღო.




ბოლო საოჯახო ფოტო


image


ამ ფოტოზე - ბედნიერ, მომღიმარ ბიჭს ხედავთ. ერთ საათში კი ის კომპიუტერთან დაჯდება და თავის ჩამოხრჩობის შესახებ ინფორმაციას მოიძიებს. ორ დღეში კი ყველაფერს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით გააკეთებს.




ვეტერანის უკანასკნელი კადრი


image


98 წლის ჯასტუს ბელფილდი ამერიკის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ, სიკვდლის წინ მან საკუთარი სამხედრო ფორმა ჩაიცვა, ყველას გამოემშვიდობა და გარდაიცვალა, ეს ვეტერანის უკანასკნელ ფოტოდ იქცა.







0
1436
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1436