x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136146
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510391
კავკასიელი ე. ი. ევროპელი - რატომ ეძახიან ინგლისურენოვან ქვეყნებში, თეთრკანიანებს "კავკასიელებს"?

ტერმინს — «caucasian»–ს ქართული ფესვები აქვს. «კავკასიელის» სახელი ევროპელებმა ფრიდრიხ ბლუმენბახის (1752–1840 წწ.) — ანთროპოლოგიის მამის წყალობით მიიღეს და დღემდე მას აქტიურად იყენებენ. ტერმინი, ყოველდღიურ ცხოვრებაში, იგივე ბლუმენბახის დეტალურად დამუშავებული, კაცობრიობის რასებად დაყოფის, კონცეფციის ზეგავლენით დამკვიდრდა.


image


ბლუმენბახის შრომის საფუძველს, ბუნებისმეტყველის და ექიმის, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრის კარლ ლინეს (1707–1778 წწ.) — ბიოლოგიური სისტემატიკის სქემა წარმოადგენს. ისევე, როგორც კარლ ლინემ გააერთიანა მცენარეები და ცხოველები სხვადასხვა ჯგუფებში, ადამიანები, ბლუმენბახმა კანის ფერის მიხედვით დაყო: «წითლები» — ამერიკელები, «შავები» — ეთიოპელები, «ყავისფრები» — მალაიები, «ყვითლები» — მონღოლები და «თეთრები»… კავკასიელები. ევროპელებს, ანუ კავკასიელებს, ის შემდეგნაირად აღწერს: «…ამ ნაირსახეობას მიეკუთვნებიან ევროპის (ლაპლანდიელებისა და ფინელების შთამომავლების გარდა) და აღმ. აზიის მკვიდრნი, მდინარე ობამდე, კასპიის ზღვასა და განგამდე და ბოლოს, ჩრდილოეთ აფრიკამდე».

მაგრამ, რატომ კავკასიელები, და არა ევროპელები? თავისი მოგზაურობის დროს, ბლუმენბახმა დაადგინა, რომ «თეთრი ფერისთვის», იდეალური არქეტიპის მქონე ადამიანები, საქართველოში ცხოვრობენ. მან კავკასიის ქედისგან (Caucasian Mountain Ridge) შეგნებულად ისესხა სახელი, რადგან ამ მთების სამხრეთ კალთებზე «ყველაზე ლამაზი ხალხის რასა» ცხოვრობდა. ქართველები მას საოცარი თავის ქალის ფორმის გამო მოეწონა, რომელიც ერთდროულად, ევროპელების პირველყოფილ და თანამედროვე მახასიათებლებს აერთიანებდა. გარდა ამისა, კანსაც, როგორც მეცნიერი თვლიდა, პირველყოფილი თეთრი ფერი ჰქონდა. მისი მტკიცებით, პირველყოფილი ადამიანი, თოვლივით თეთრი ვერ იქნებოდა, რადგან ის, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და მცირეოდენი რუჯი ყოველთვის ჰქონდა. შედეგად, ბლუმენბახის სისტემატიზაცია, რომელიც მის შრომებშია განხილული, მიზეზი გახდა, რომ დღეს «კავკასიელი» — «ევროპელის» სინონიმი არის.

XX საუკუნის შუა წლებში, ანთროპოლოგიაში, რასების კლასიფიკაციის მოწინავე ხერხები გაჩნდა. ამის შემდეგ, ბლუმენბახის სისტემა და მისი შრომები, სამეცნიერო სამყაროში «გადაშენდა»... მაგრამ, ფართოდ გავრცელდა მსოფლიო საზოგადოებაში... და დღემდე გამოიყენება, ისეთი უხერხული ტერმინების ჩასანაცვლებლად, როგორიც არის «თეთრი» და «შავი». ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ამ ორი რასის აღსანიშნავად გამოიყენება — «კავკასიელი» (ევროპელი) და «აფროამერიკელი».


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ შეიცვალა მზის სისტემა, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე და რა შუაშია პლანეტა ნიბირუ?

* 5 რამ, რასაც პირველი შეხვედრის დროს აქცევენ ყურადღებას

* როგორ ვასწავლოთ პატარას უცხო ენა, მისი გონების გადატვირთვის გარეშე (კვირაში 2–3 გაკვეთილს აზრი არა აქვს და სახიფათოა)



0
634
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0