x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კინო, რომელიც საზღვრებს სცდება: 7 სცენა, რომელიც დისკუსიას და აღშფოთებას იწვევს

image


კინემატოგრაფის ისტორიაში არის ფილმები, რომლებიც დანარჩენების ფონზე მკვეთრად გამოირჩევიან. ისინი ყველა ზღვარს სცდებიან, რითიც მაყურებელში ძლიერ ემოციებს, დისკუსიასა და ზოგჯერ აღშფოთებასაც კი იწვევენ, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დამკვიდრებულ ნორმებსა და სტერეოტიპებს, რაც ხშირად მწვავე დებატების საგანიც ხდება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 7 კინოსცენას, რომელიც მაყურებელში დღესაც აქტიურად განიხილება.




"მექანიკური ფორთოხალი"


image


კინოში არაერთხელ გადაღებულა ისეთი სცენები, რომლებსაც მაყურებლში შოკი და აღშფოთება გამოუწვევია. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სტენლი კუბრიკის "მექანიკურ ფორთოხალში" მწერლის ცოლზე თავდასხმა. ფილმის გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგაც კი, ეს სცენა კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მომენტად რჩება.


image

შეერთებულ შტატებში მრავალმა რელიგიურმა ორგანიზაციამ თავის მრევლს ფილმის ნახვა აუკრძალა, ხოლო დიდ ბრიტანეთში ფილმის გაქირავებაში ჩაშვებამ "ძალადობის მიმბაძველობა" გამოიწვია, შედეგად რეჟისორს ფილმის გაქირავებიდან ამოღება მოუწია.




"სამეფო კარის თამაშები"


image


სერიალი "სამეფო კარის თამაშები" ხშირად ხდება კამათისა და უთანხმოების მიზეზი მის თაყვანისმცემლებს შორის. თითოეული ეპიზოდი ძალადობისა და სხვადასხვა თამამი სცენებით ფაქტიურად სავსეა, თუმცა მაყურებელი განსაკუთრებით ერთმა მომენტმა აღაშფოთა, რომელიც მათ ყველაზე მეტად დაახსოვრდათ. ეს იყო სცენა, რომელშიც ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერსონაჟი, რამსი ბოლტონი, სანსა სტარკის მიმართ ქორწილის ღამეს განსაკუთრებულ სისასტიკეს ავლენს. მაყურებელმა გმირების მიმართ გამოვლენილი გადაჭარბებული სისასტიკის გამო აღშფოთება ვერ დამალა.




"ფართოდ დახუჭული თვალები"


image

თავისი ავანტიურისტული და პროვოკაციული ფილმებით ცნობილი სტენლი კუბრიკი თამამი და საკამათო თემებისგან შორს არც "ფართოდ დახუჭულ თვალებში" დარჩენილა, თუმცა ფილმის ყველაზე შოკისმომგვრელ მომენტად მაინც მასობრივი ორგიის სცენა იქცა, რომელიც მაყურებელში დღემდე არაერთგვაროვან გრძნობებს იწვევს.




"შეუქცევადი"



image


ფილმ "შეუქცევადის" პრემიერა რეჟისორ გასპარ ნოესთვის არა მხოლოდ წარმატებად, არამედ წყევლადაც კი იქცა. ემოციით სავსე ზოგიერთი მაყურებელი დარბაზის დატოვებისას რეჟისორის მიმართ მრისხანებასა და გაღიზიანებს ვერ მალავდა, ზოგიც კი უბრალოდ ტიროდა, თუმცა ყველაზე შოკისმომგვრელ და განხილვად სცენად მთავარი გმირის გაუპატიურების ეპიზოდი იქცა, რომელიც მონიკა ბელუჩიმ შეასრულა. კამერის სტატიკურობა მომხდარის არასასიამოვნო "დოკუმენტურობის" განცდას ქმნიდა, რაც მის შემზარავ რეალისტურობას კიდევ უფრო ამძაფრებდა.





"უკანასკნელი ტანგო პარიზში"


image


ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმმა "უკანასკნელი ტანგო პარიზში" ნამდვილი სენსაცია გამოიწვია და შოკში არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ კრიტიკოსებიც ჩააგდო. გაქირავებაში არსებული შეზღუდვების მიუხედავად, ფილმმა რეჟისორს მაინც მნიშვნელოვანი შემოსავალი და პრესტიჟული კინემატოგრაფიული პრემიების ნომინაციები მოუტანა, მაგრამ ამავე დროს ის განსჯის მთავარი საგანიც გახდა. საზოგადოება განსაკუთრებით გაუპატიურების ეპიზოდმა აღაშფოთა, რომელიც საოცარი რეალისტურობით იყო წარმოდგენილი. შემდგომში მარია შნაიდერმა მოყვა, რომ გადაღებები მარლონ ბრანდოსა და თავად ბერტოლუჩის ხელმძღვანელობით მისთვის ნამდვილ წამებად იქცა.





"ძირითადი ინსტინქტი"


image



შერონ სტოუნის მონაწილეობით ეპიზოდი პოლიციის განყოფილებაში მთელი ფილმის ყველაზე გამორჩეულ მომენტად იქცა, მაგრამ ის, რაც ამ სცენის კულისებს მიღმა ხდებოდა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მსახიობის მოგონებების თანახმად, ის დაარწმუნეს, რომ ეს ეპიზოდი ფილმის საბოლოო ვერსიიდან წაიშლებოდა, და მისი "ყოველი შემთხვევისთვის" გადაღება სთხოვეს.

image


გარდა ამისა, მსახიობს ფილმის მესვეურნი არწმუნებდნენ, რომ კამერაში არანაირი ინტიმური დეტალი არ ჩანდა, თუმცა პოლ ვერჰოვენმა ეს პირობა დაარღვია და სცენა ფინალურ მონტაჟში ჩართო, რამაც კინოს ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებამ აუდიტორია და კრიტიკოსები ორად გაყო, რამაც ხელოვნების საზღვრებსა და მორალზე ცხარე დებატები გამოიწვია.





"შავი გედი"


image


ბევრმა კრიტიკოსმა და მაყურებელმა ფილმ "შავ გედში" ნატალი პორტმანსა და მილა კუნისს შორის ეროტიკული სცენა სრულიად ზედმეტად მიიჩნია. ზოგიერთმა მასში ფარული ქვეტექსტი დაინახა, თუმცა სინამდვილეში, დარენ არონოფსკიმ სითამამისა და სექსუალურობის დემონსტირებით გადაწყვიტა მომავალი პრემიერისთვის საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.


image

თუმცა, როდესაც მაყურებელმა აღნიშნული სცენა იხილა, გაოგნებული დარჩა, რეჟისორს ის იმდენად ნათლად და დეტალურად ჰქონდა აღბეჭდილი, სწორედ ამ სცენის "წყალობით" ფილმმა საზოგადოებაში გარკვეული ზიზღი და დაბლეულობა გამოიწვია.







0
769
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
769