x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჩვენი წინაპრები დინოზავრების გადაშენების მოწმენი იყვნენ – გამოქვეყნდა უახლესი კვლევის შედეგები

პალეობიოლოგებმა ახალი საინტერესო კვლევა ჩაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ გადაშენებამდე დინოზავრები, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ჩვენის წინაპრებთან ერთად ცხოვრობდნენ.


image


საკუთარი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, შეიძლება, დავასკვნათ, რომ გადაშენების გზაზე მყოფი დინოზავრები ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ, ცოტა ხნის წინ, ბრისტოლის (დიდი ბრიტანეთი) და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა, Current Biology–ში გამოაქვეყნეს.

როგორც ცნობილია, დინოზავრები 66 მილიონი წლის წინ მომხდარი, ცარცულ–პალეოგენური გადაშენების შედეგად გაქრნენ... და აქამდე, გავრცელებული აზრის თანახმად, პლაცენტური ძუძუმწოვრები (მათ შორის ადამიანებიც) პლანეტაზე მხოლოდ ამ მოვლენის შემდეგ გაჩნდნენ. ახლა კი, ეს მოსაზრება უარყოფილია!


image


პალეობიოლოგთა ჯგუფმა გაარკვია, რომ პლაცენტურების, ანუ უმაღლესი ძუძუმწოვრების ყველაზე ადრინდელი წარმომადგენლები, ჯერ კიდევ ცარცულ პერიოდში გამოჩენილიყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დინოზავრებთან ერთად ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე ივარაუდეს, რომ ჩვენი წინაპრები დინოზავრების ამოწყვეტის მოწმენიც იყვნენ:


image


"ჩვენ ათასობით პლაცენტური ძუძუმწოვრის ნამარხი შევაგროვეთ და სხვადასხვა ჯგუფების გაჩენის და გადაშენების კანონზომიერების დანახვა შევძელით. კვლევის შედეგად, მიღებული მონაცემების საფუძველზე დავადგინეთ, თუ როდის გაჩნდნენ და განვითარდნენ პლაცენტური ძუძუმწოვრები, " – განაცხადა კვლევის ერთ–ერთმა თანაავტორმა ემილი კარლაილმა.


image


მეცნიერები დარწმუნებით ვერ ამბობენ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ იმ დროს ადამიანები. საერთო ჯამში, კვლევის დროს, მათ ძუძუმწოვრების 380 განამარხებული ნაშთი დეტალურად შეისწავლეს. მათ შორის, 21, 3%, ცარცული პერიოდიდან იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დინოზავრებთან ერთად, ადამიანების გარდა, უკვე არსებობდნენ კურდღლები, კატები და ძაღლები.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ზაფხული, ყოველთვის ბათუმი და ქობულეთი არ არის – 10 ალტერნატიული "ტური"

* "საჭირო" მომენტში გადაღებული, საინტერესო და სახალისო ფოტოები

* ზოოპარკში ორანგუტანმა ქალს ბავშვის ჩვენება სთხოვა (+ ვიდეო)



1
348
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
348
  
2023, 4 ივლისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1