ფოტოგრაფია და აქ რა ხდება? წარსულის უჩვეულო ფოტოები, რომლებიც დღეს სრულ გაურკვევლობას იწვევს (ნაწილი 3) 2023, 29 ივნისი, 21:17 რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ. ამჯერად, თქვენს ყურადღებას საინტერესო ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტოების მორიგ სერიაზე შევაჩერებ, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნებთ და აქამდე თქვენთვის უცნობ ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს.
ბრიტანეთის სამეფო საზღვაო საპატრულოდან "HMS Forth"-ში მომსახურე წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრები ულტრაიისფერი გამოსხივების დოზას იღებენ, 1942 წელითქვენ ალბათ, არც კი გსმენიათ ამ ჩინური ქალაქის შესახებ. მეგაპოლისმა, რომელმაც შესაძლოა სულ მოკლე დროში გადაუსწროს მსოფლიოს უდიდეს ქალაქს, ტოკიოს, მოსახლეობის რაოდენობით - გახლავთ 30-მილიონიანი ქალაქი ჩუნცინი. მხოლოდ აქ არის შესაძლებელი ძველი კვარტლები ერთ ღამეში გაქრეს და კალეიდოსკოპური სისწრაფით მათ ადგილას ახალი, უფრო დიდი და მაღალი კორპუსები აშენდეს. ფოტოზე სწორედ ჩუნცინის შემოგარენს ხედავთმე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ზოგადი "რადიოაქტიური" ეიფორია მედიცინასაც შეეხო. რა საჭირო იყო ლითონის ზონდი ტყვიის მოსაძებნად, როცა შესაძლებელი იყო რენტგენის მილის დივანის ქვეშ მოთავსება, ქირურგის მიერ კი თავზე ფლუოროსკოპის დამაგრება, რომელშიც ყველა უცხო ობიექტი მუქი ლაქების სახით ჩანდა, ასეთი ოპერაცია შეიძლება საათობითაც კი გაგრძელებულიყო, პირველი მსოფლიო ომისადღაც ლაპლანდიაში, 1966 წელი1970 წლის 31 ივლისს საშინელი რამ მოხდა - სამეფო საზღვაო ძალების მეზღვაურებს რომის მიცემა შეუწყვიტეს. საზღვაო სამსახურში მყოფი მოსამსახურეებისთვს 300 წლიანი ტრადიციის დარღვევა სრული შოკი იყო. ეს გემზე საყვარელი ამხანაგის დაკარგვას ჰგავდა. მეზღვაურები შავ სამკლაურს ატარებდნენ და ზოგიერთ საზღვაო სკოლაში სიმბოლური რომის პანაშვიდებიც კი ეწყობოდა. ფოტოზე ჯერ კიდევ ძველი კეთილი ინგლისია, რომელიც მათ დაკარგეს: რომის დარიგება მისი უდიდებულესობის საზღვაო ფლოტზე, 1930-იანი წლებიეს ნამდვილად არ გახლავთ საოცნებო სამუშაო... ქალი ქვემეხის ლულის ხრახნის გასუფთავებისას, დიდი ბრიტანეთი, 1910 წელიბათისფერო: მსოფლიოში პირველი ღრმა ზღვის კვლევითი ხომალდი, 1930-იანი წლები. ის ამერიკელმა ნატურალისტმა უილიამ ბიბომ (სწორედ მას ხედავთ ფოტოზე) და ინჟინერმა ოტის ბარტონმა შექმნესარა ეს პარიზული მოდის ჩვენება არ გეგონოთ, თქვენ წინაშეა ფრანც რაიხელტი, ავსტრიელი მკერავი და გამომგონებელი, პარაშუტიზმის ერთ-ერთი პიონერი. 1912 წელს მან გადაწყვიტა თავისი ლაბადა - პარაშუტი თავადვე გამოეცადა და ეიფელის კოშკის 60 მეტრის სიმაღლიდან გადახტა... პარაშუტი არ გაიხსნა, თავად კი დაიმტვრაამერიკულ ბანაკში მყოფი გერმანელი სამხედრო ტყვეები, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ ვიდეოქრონიკების ყურებისას, 1945 წელი1975 წლის მაისში, ვიეტნამის ომის შედეგად ორ ნაწილად გაყოფილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების გაერთიანებისას ოჯახის წევრთა გულისამაჩუყებელი შეხვედრაასე აღწევდნენ ადამიანები თავს წყალდიდობას პარიზში 1924 წელსროგორი ქალი ითვლებოდა იდეალურად 1938 წლისთვის? იდეალურ ქალად 20 წლის მოდელი ჯუნ კოქსი იყო აღიარებული, რომლის სიმაღლეც დაახლოებით - 168 - სმ, წონა კი - 56 კგ იყო186 შეფასება არ არის |