x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შვედეთში აქტივისტმა ყურანს შეაფურთხა, ზედ ღორის ხორცი დაადო და დაწვა - ახლა მისთვის ნობელის პრემიის გადაცემა სურთ(ვიდეო)
image

რამდენიმე ქვეყანა, კატეგორიული წინააღმდეგია ასეთი „პერფორმანსების“.



გუშინ შვედეთის უსაფრთხოების ძალებმა სტოკჰოლმის ცენტრში ყურანის დაწვის ნება დართო.


37 წლის მიგრანტმა ერაყიდან მუსულმანების წმინდა წიგნს რამდენჯერმე შეაფურთხა, ზედ ღორის ხორცის ნაჭერი დააგდო და ცეცხლი წაუკიდა. ეს აქტი შვედეთის ხელისუფლებამ წარმოადგინა, როგორც „სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატია“.



„აქციის“ ორგანიზატორი და შემსრულებელი სალვან მომიკაა. დაწვამდე მან ჟურნალისტებს უთხრა:" ჩვენ დავწვავთ ყურანს, ვიტყვით: გაიღვიძეთ, შვედეთო. ეს დემოკრატიაა, საშიშია, თუ იტყვიან, რომ ამის უფლება არ გვაქვს."


ამ აქტის შესრულების დროს მას პოლიცია იცავდა და განაწყენებული მუსლიმები განდევნა.


შვედეთში ყურანის დაწვას დიდი აურზაური არ მოჰყოლია. პირიქით: დეპუტატმა ანდრე ოვსტეგაარმა სალვანის ნობელის პრემიაზე წარდგენაც კი წამოაყენა:" ეს არის აღიარება ყველა ერაყელისთვის, ვინც აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის" -განაცხადა დეპუტატმა.

image

ასეთი გაუგებარი „პერფორმანსის“ შემდეგ მაროკომ თავისი ელჩი შვედეთიდან გაიწვია. თურქეთმაც ყურანის დაწვა მკაცრად დაგმო:


"დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ ასეთი ანტიისლამური ქმედებები. ასეთი ამაზრზენი ქმედებების მიმართ გულგრილობა ნიშნავს იყო დანაშაულის თანამონაწილე" განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.


ეს ქმედება, როგორც ჩანს არც რუსეთში მოეწონათ . სენატორმა ოლგა კოვიტიდიმ განაცხადა:


"შვედეთის ხელისუფლების მიერ მიცემული ნებართვა ყველა მუსლიმანისთვის წმინდა წიგნის - ყურანის შეურაცხყოფას- ისლამური რელიგიის ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულზე - ყურბან ბაირამზე მიუთითებს სტოკჰოლმის სრულ მორალურ და ეთიკურ დეგრადაციას. და სახელმწიფო დუმამ მიიღო რეზოლუციის პროექტი შვედეთის ხელისუფლების ოფიციალურად დაგმობის შესახებ. პარლამენტარების შეფასებით, ყურანის დაწვა ვანდალიზმია და დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს."

მანამდე შვედურ მედიასთან ინტერვიუში სალვან მომიკამ განაცხადა, რომ მისი ქმედება არ იყო მიმართული შვედეთის ნატოში შესვლის წინააღმდეგ, მაგრამ მას უბრალოდ სურს სამეფოში ყურანის აკრძალვა.


მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამგვარმა ქმედებებმა შეიძლება მართლაც გაართულოს ქვეყანის ნატოში გაწევრიანება.


"მომავალ კვირას ბრიუსელში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება შვედეთს, თურქეთსა და ფინეთს შორის", - ამბობს TV4-ის კომენტატორი ტერეზა კრისტიანსონი. "მაგრამ ფერფლად ქცეულ ყურანს შეუძლია ზაფხულში ნატოში გაწევრიანების იმედის ბოლო ნაპერწკალი ჩააქროს."

1
303
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
303
  
2023, 29 ივნისი, 18:59
მოკლედ, ევროპამ ჩართო თვით განადგურების რეჟიმი, დარწმუნებული ვარ იქვე გვერდზე ვინმეს რომ დაეწვა პიდორასტების დროშა აუცილებლად დაიჭერდნენ. ევროპაში მორალი დიდი ხანია მოკვდა. მერე უკვირთ მუსულმანური სამყარო პუტინს რატომ უჭერს მხარს. ვინ წარმოიდგენდა საუდის არაბეთი აშშ-ს მარადიული მოკავშირე (დიდი წვლილი მიუძღვის სსრკს დანგრევაში ნავთობზე ფასაების დაგდების გამო) დღეს პუტინის მხარდამჭერია. ქართველები სსრკ-ს ნგრევას ასე თუ ისე გადავურჩით, თუ ევროკავშირში ამ ამორალურ გარემოში შევალთ მინ ნგრევას, რომელიც შეუქცევადი პროცესია ნაღდად ვერ გადავურჩებით. ვინც ამ კომენტარისთვის რუსეთუმეობა დამწამოს იმის პროჭდასავლელი დებილი დედა მოვდღან, დებილი წინაპრები მოვდაღან და დებილი მომავალი თაობა მოვდღან.
0 1 1