x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უსაფრთხოა თუ არა იმ ბინაში ცხოვრება, სადაც ვინმე გარდაიცვალა? - ავი სულებისგან გაწმენდის 3 მეთოდი
image

თუ რომელიმე ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი მოკვდება, როგორც არ უნდა იყოთ განწყობილი გარდაცვლილის მიმართ, ბინა უნდა გაიწმინდოს. ადამიანის სიკვდილის დროს გამოთავისუფლებულმა ნეგატიურმა ენერგიამ ოთახი უნდა დატოვოს – ეს გაადვილებს იქ ყოფნას. თუმცა, თუ თქვენ უბრალოდ ყიდულობთ სახლს, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, მაკლერმა გითხრათ, რომ წინა მფლობელი ფეხებგაჭიმული გამოიტანეს სახლიდან. ამ ფაქტმა შეიძლება შეამციროს ბინის ღირებულება და შეამციროს საცხოვრებლის მყიდველთა რაოდენობა. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ?


როგორ გავიგოთ, რომ ბინას სჭირდება გაწმენდა?




იმის გასაგებად, დასახლდა თუ არა უწმინდური სული სახლში და საჭიროა თუ არა მისი გაწმენდა, საჭიროა ყურადღებით დავაკვირდეთ იქ გაბატონებულ ატმოსფეროს. ნიშნები, რომლებიც მიუთითებს ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიის არსებობაზე, შემდეგია.



ამის მკაფიო სიგნალებია ბინაში მცხოვრები პირების და შინაური ცხოველების ხშირი ავადობა, მცენარეები არ ხარობს, ხოლო სახლში მოტანილი ახალი ყვავილები უცებ ხმება. შესაძლოა პარაზიტების გამოჩენა: თაგვები, ტარაკნები და სხვა უსიამოვნო არსებები. სახლი თავად ითხოვს დახმარებას. ნათურები ხშირად იწვება, ნივთები უცნაურად იკარგება, ტექნიკა ფუჭდება, უცნაური აუხსნელი ხმები ისმის და უცნაური სუნი დგება. სანტექნიკა ჟონავს, სახლში სიცივე იგრძნობა, თუმცა ორპირი არ არის.


თავად ბინაში მცხოვრობი როგორც წესი, ნერვიულები ხდებიან, უმნიშვნელო რამეზე ღიზიანდებიან, უჩნდებათ უმიზეზო აგრესია. მუდმივად გრძნობენ დაღლილობას, იტანჯებიან უძილობით და კოშმარებით.






ექსტრასენსორიკა მიცვალებულის უარყოფითი ენერგიისგან სახლის გაწმენდის 3 რიტუალს გვთავაზობს


მეთოდი 1 ბოროტი სულისგან თავის დასაღწევად - შეცვალეთ ოთახის ფერი


თუ გაირკვა, რომ ვიღაცამა ამ სახლში დაასრულა სიცოცხლე, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები. დასაწყისისთვის, გახსენით ყველა ფანჯარა ისე, რომ უარყოფითი ენერგია დატოვოს შენობა. სუფთა ჰაერი, პირიქით, დადებით მუხტს შემოიტანს. შემდეგი ნაბიჯი არის ოთახის მორეცხვა და გაწმენა. სათანადოდ გაასუფთავეთ როგორც იატაკი, ასევე კედლები სპეციალური საშუალებებით. ასევე მნიშვნელოვანია იმ ოთახის ფერის შეცვლა, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა. გასაკვირია, მაგრამ კედლებს აქვს მეხსიერების შენახვის უნარი, ამიტომ ღირს კედლების ხელახლა შეღებვა ან შპალერის გამოცვლა . თუ გარდაცვლილი თქვენი ნათესავია, კარგი იქნება თუ მის ტანსაცმელს მოიშორებთ. ჯობია ვინმე გაჭირვებულს აჩუქოთ. ზოგი თვლის, რომ მისი ნივთები უნდა დაიწვას. მაგრამ ეს არ არის სწორი..


მეთოდი 2 - ბინის გაწმენდა ცეცხლით


მეორე ვარიანტისთვის დაგჭირდებათ წვრილი სანთლები: შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკლესიის სანთლებიც. ანთების წინ თითოეულზე ჩამოაცვით წრიული ქაღალდი, ის დაიცავს თქვენს ხელებს არა მხოლოდ ცვილისგან, არამედ ნეგატივისგან, . შემდეგ აანთეთ სანთელი და ნელ- ნელა, საათის ისრის მიმართულებით ატრილაეთ სანთლიანი ხელი და გადაადგილდით შემოსასვლელი კარისკენ .გადით ბინის გარეთ და ასევე გაატარეთ სანთელი კარის პერიმეტრზე, ისევ საათის ისრის მიმართულებით.


ასევ გაწმინდეთ კარის სახელური, ზარი და სათვალთალო. ამრიგად, ავ სულებს თქვენს სახლში დაბუდების საშუალება აღარ ექნებათ, თითქოს დამცავ ბარიერს აყენებთ.


გაასუფთავეთ დანარჩენი ამავე მეთოდით(სანთლით ხელში). არ დაივიწყოთ ძნელად მისადგომი ადგილები: საწოლის ქვეშ, დივნის უკან, კარადები და შიგთავსი. განსაკუთრებით დაბინძურებულად ითვლება შემოსასვლელი, ფანჯრები და კარები, აბაზანა, სარკეები, ტუალეტი, განსაკუთრებით უნიტაზი, საკუჭნაო, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრონიკა - მათ გვერდით სანთლით უფრო დიდხანს უნდა იდგეთ. საწოლებს სამჯერ გადაწერეთ პირჯვარი სანთლით ხელში, იგივე გააკეთეთ თეთრეულზე სანთლის ნამწვი დაუყოვნებლივ უნდა გადაიტანოთ ნაგავსაყრელზე. მცირე ხნითაც კი არ უნდა დარჩეს სახლში.


მეთოდი 3- ოთახის გაწმენდა მარილითა და ბრინჯით


ითვლება, რომ მარილს შეუძლია ბოროტი ენერგიის შთანთქმა, ამიტომ მას ხშირად იყენებენ ასეთ რიტუალებში, ავი სულების გასანადგურებლად, ამით გაწმინდეთ კედლები და იატაკი ან დაყარეთ სახლის ყველა კუთხეში. ასევე შეგიძლიათ მარილი მოაყაროთ ლეიბს, სადაც გარდაცვლილს ეძინა. მარილი ამ მდგომარეობაში ცოტა ხნით დატოვეთ, რომ დრო ჰქონდეს ყველა ცუდი ნივთის შთანთქმას, შემდეგ კი ჩამობერტყეთ და სახლიდან მოშორებით გადაყარეთ სანაგვეში.


ბრინჯი ასევე დაგეხმარებათ მოჩვენებებისგან თავის დაღწევაში, რადგან რატომღაც სულები მას ამჯობინებენ. ითვლება, რომ თუ მარცვლებს გაფანტავთ შესასვლელი კარის გარეთ და გარეთ სახლის პერიმეტრის გასწვრივ, ეს მიუთითებს ავ სულს იმ გზას, რომელსაც უნდა გაჰყვეს. სახლიდან გადის და აღარ ბრუნდება.

0
218
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0