კალათბურთი 29 ივნისი,13 მაისთან ერთად ერთ-ერთი უდიდესი თარიღია ქართული სპორტის ისტორიაში 2023, 29 ივნისი, 13:38 ![]() სხვათა შორის "დინამოს" წინა სეზონშიც ჰქონდა შანსი დაუფლებოდა ევროპის ჩემპიონათა თასს, თუმცა ფინალი დათმო რიგის არმიელებთან, როგორ შინ ასევე სტუმრად (51-61, 62-69). მანამდე "დინამოელებმა" პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ასა (83-87, 90-68), მეოთხედფინალში - პლოვდივის “აკადემიკა’’ (76-64, 72-69), ნახევარფინალში - ვარშავის “პოლონია’ (88-65, 64-61) მომდევნო დიდი გამარჯვებისკენ სვლა კი ასე დაიწყო:1961/1962 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის “სტიაუა’’ (77-76, 82-77), მეოთხედფინალში - სტამბოლის “დარუშაფაქა’’ (75-71, 77-62), ნახევარფინალში - მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66) ![]() ეს იყო "დინამოსთვის" ევროლიგის პირველი და დღემდე ერთადერთი ტიტული. ეს იყო ასევე პირველი თამაში, რომლის ბედიც გადაწყდა ნეიტრალურ მოედანზე ერთი თამაშით, (ტრადიციულად გამარჯვებული ვლინდებოდა ორ თამაშის ჯამით-შინ და გარეთ)ამის მიზეზი კი იმ დროს არასტაბილური პოლიტიკური ვითარება(ე.წ. კუბის(კარიბის) კრიზისი იყო, რამაც ორი ზესახელმწიფო აშშ და საბჭოთა კავშირი, კინაღამ ბირთვულ ომამდე მიიყვანა) დინამოელთა შემადგენლობა ფინალურ მატჩში ასეთი იყო: ლევან მოსეშვილი (3 ქულა), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი (17), ანზორ ლეჟავა (16), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი. გუნდს წვრთნიდა - ოთარ ქორქია. ![]() სამწუხაროდ 'დინამომ" მომავალში ვეღარ შეძლო ევროლიგის მოგება, ყველაზე დიდი წარმატებას მიაღწია 1969 წელს, როდესაც თასების მფლობელთა თასი ფინალში გავიდა და დამარცხდა პრაღის "სლავიასთან" 80:74. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დღემდე „ევროლიგა“ მხოლოდ 3 კლუბს აქვს მოგებული: მოსკოვის ცსკა-ს, ლატვიურ„რიგას“ და თბილისის „დინამოს“. რაც შეეხება მადრიდის "რეალს" "დინამოსთან" დამარცხების შემდეგ 7-ჯერ შეძლო ჩემპიონთა თასის მოგება. 196 2-ს მოსწონს
|