x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ძველი რომის ყველაზე უცნაური და გამაოგნებელი კანონები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ
image


ძველი რომი იმ დროს ყველაზე განვითარებული სახელმწიფო იყო მთელს მსოფლიოში, თუმცა ამის მიუხედავად, იქ არსებობდა საკმაოდ უცნაური და შოკისმომგვრელი კანონები, რომელთა შესახებაც სწორედ დღეს ვისაუბრებთ.




1. იასამნისფერი სამოსის ტარება მკაცრად იკრძალებოდა


image

რომაელები ძირითადად, შალის ქსოვილის დიდ ნაჭერს - ტოგას ატარებდნენ. ტოგა შეიძლებოდა ყოფილიყო თეთრი, ჰქონოდა ზედ ფერადი ორნამენტი ან ოქროს ზოლები. მგლოვიარეები არჩევანს ნაცრისფერ ან შავ ტოგაზე აკეთებდნენ, თუმცა ნებისმიერი ფერის არჩევა შეიძლებოდა, გარდა იასამნისფერისა. ამ ფერის ტოგა მხოლოდ იმპერატორს ეცვა.




2. იკრძალებოდა ასევე დიდი ქეიფების გამართვა


image

იმ დროს ძალზე გავრცელებული იყო კანონები, რომლებიც ავეჯში, ტანსაცმელსა და საკვებში დაგადაჭარბებულ ფუფუნებას ეწინააღმდეგებოდა. ამ ფაქტს გაიუს ორქიდეის კანონიც ადასტურებს. 181 წლიდან დიდი ნადიმების გამართვა იკრძალებოდა. ნებადართული იყო მხოლოდ სამი სტუმრის მიღება, ხოლო დღესასწაულებზე - არაუმეტეს ხუთისა.




3. დაკრძალვის დროს ტირილი აკრძალული იყო


image

ძველ რომში დაკრძალვა ერთგვარ დღესასწაულს ჰგავდა. მაშინდელი კანონების მიხედვით, ცხედრის დაწვამდე გარდაცვლილი მთელს ქალაქში უნდა მოეტარებინათ. მსვლელობას წინ მუსიკოსები, მგლოვიარეები და მომღერლები უძღოდნენ, მსახიობები კი სხვადასხვა კომიკურ სცენებს ასრულებდნენ. მგლოვიარეთა გადაჭარბებული ძალისხმევის წყალობით, რომლებიც ფულის გამო თმას იგლეჯდნენ რათა მწუხარება გამოეხატათ, დაკრძალვებზე ტირილი და მოთქმა - გოდება საერთოდ აიკრძალა.





4. ნებართვა მკვლელობის ჩადენაზე


image


ძველ რომში მკვლელობა აკრძალული იყო, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენდა შემთხვევა, როცა მამა საკუთარ ქალიშვილს საყვარელთან ერთად "გამოიჭერდა". ამ შემთხვევაში მას დამნაშავის მოკვლა აბსოლუტურად კანონიერად შეეძლო, მხოლოდ მანამდე მამას ორივე სახლში უნდა გამოეკეტა და რაც შეიძლება მეტი მეზობლისთვის დაეძახა, რათა ღალატის ფაქტი რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა.





5. შვილებს სრულიად ლეგალურად შეეძლოთ მშობლების მკვლელის ტყავის ჩანთაში ცხოველთან ერთად დახრჩობა


image


თუმცა მხოლოდ ნათესავის მკვლელის დახრჩობა შეიძლებოდა კატასთან ერთად ტომარაში.




6. მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს წითელი ან ქერა თმა უნდა ჰქონოდათ


image


ძველ რომში ოფიციალური ბრძანებულება არსებობდა რომლის მიხედვითაც, ყველა "სიყვარულის ქურუმს" თმა აუცილებლად წითლად ან ქერად უნდა შეეღება, რათა პატიოსანი შავგვრემნებისგან მათი გარჩევა ადვილი შესაძლებელი ყოფილიყო.




7. სენატის ნებართვის გარეშე თვითმკვლელობა იკრძალებოდა


image


გასაკვირია, რომ მაშინ თავის ჩამოხრჩობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. თუ ადამიანს სიკვდილი სურდა, მას ამისთვის სენატისთვის უნდა მიემართა და ის მიზეზები აღეწერა, რამაც ის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.




8. მამას უფლება ჰქონდა საკუთარი შვილები მონებად სამჯერ გაეყიდა


image


იმ პერიოდში ოჯახის უფროსი ძალიან პატივსაცემ ადამიანად ითვლებოდა. კერძოდ, მას უფლება ჰქონდა, თავისი შვილები დროებით მონებად გაეყიდა. ასევე ცნობილია, რომ მამას შეეძლო თავისი ვაჟის ან ქალიშვილის მონობიდან სრულიად კანონიერად გამოხსნაც.




9. ქალს სახლიდან წასვლა სამი დღით შეეძლო


image


იმ პერიოდში სამი სახის ქორწინება არსებობდა. პირველი ორი ფორმალური ქორწინების თანამედროვე მოდელის მსგავსი იყო, ხოლო მესამე ტიპი ვარაუდობდა, რომ წყვილი ცოლ-ქმარი ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ გახდებოდა. "გამოსაცდელი პერიოდის" გასვლის შემდეგ, ქალს შეეძლო სახლიდან სამი დღით წასვლა - რის შემდეგაც ათვლა თავიდან იწყებოდა და შესაძლებელი იყო კიდევ ერთი წელი ერთად ცხოვრება.





10. ოჯახის უფროსს საკუთარი ოჯახის წევრების დახოცვა შეეძლო


image


მას შეეძლო თავად გადაეწყვიტა, მოეკლა თუ არა საკუთარი ქალიშვილი ქმრის ღალატისთვის, ვაჟი - დანაშაულისთვის, ცოლი კი ცოლ-ქმრული ღალატისთვის.







0
1338
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1338