x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ინფარქტი მამაკაცებში: სექსის დროს ამ გამაფრთხილებელ ნიშანს ყურადღება მიაქციეთ!
როგორც უახლესი კვლევები ცხადყოფს, ერექციული დისფუნქცია ათეროსკლეროზის პირველ ნიშანს წარმოადგენს, რასაც ინფარქტი და ინსულტი შეიძლება მოჰყვეს შედეგად.


ინფარქტი ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული გართულებაა, რომელიც მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს. ამ დროს გულის გარკვეული არეალი საკმარისი სისხლით და ჟანგბადით ვეღარ მარაგდება, რის გამოც მისი კორონარული არტერია იკეტება. ამას შეუძლია გულის კუნთის ერთი ნაწილის უჯრედები დახოცოს, რასაც უმძიმესი შედეგები მოსდევს. დროთა განმავლობაში ამის შედეგად მოულოდნელად შეიძლება წარმოიქმნას გულის რიტმის დარღვევა, რაც საბედისწერო შედეგით შეიძლება დასრულდეს.


თუ ეჭვი გაქვთ, რომ ინფარქტი დაგემართათ, დაუყოვნებლივ აკრიფეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერი. გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


ერექციის დარღვევა, როგორც ინფარქტის წინასწარი ნიშანი



ცოტა ხნის წინ ჩინელმა მეცნიერებმა ერექციულ დისფუნქციასა და გულის დაავადებებს შორის პირდაპირი კავშირი დაადგინეს. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, იმ მამაკაცებს, რომლებსაც ერექციული დისფუნქცია აღენიშნებათ, 59 %-ით მომატებული რისკი აქვთ საიმისოდ, რათა გულის კორონარული დაავადება ჰქონდეთ, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებსაც პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებთ.


გარდა ამისა, თურმე ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცებს ინსულტის 34 %-ით მომატებული რისკიც აღენიშნებათ.


მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პენისის არტერიების დავიწროება გულსისხლძარღვთა დაავადების პირველი სიმპტომია და ის მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ჯერ კიდევ უხილავია. აღნიშნულ დასკვნამდე ჩინელი სპეციალისტები 150, 000-მდე პაციენტის მონაცემების გაანალიზების შედეგად მივიდნენ.


მამაკაცებს და ქალებს გულის ინფარქტის განსხვავებული სიმპტომები აღენიშნებათ. მაშინ, როცა ქალები ამ დროს წელის ტკივილს, ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევას, დისპნოეს და მკერდის არეში დაწოლას გრძნობენ, მამაკაცებს უმთავრესად გულის ღრუს მწვავე ტკივილები და ასევე მარცხენა მკლავის, ბეჭების და ქვედა ყბის ტკივილი აღენიშნებათ. გარდა ამისა, ისინი შეიძლება ასევე შეაწუხოს გულისრევამ, სუნთქვის უკმარისობამ და მკერდის ტკივილმა.


მაგრამ მაინც როგორ განისაზღვრება საკუთრივ ერექციული დისფუნქცია?


გერმანიის უროლოგიის საზოგადოების განმარტებით, ერექციული დისფუნქციაა, როცა მამაკაცი ექვს თვეზე მეტი ხნის მანძილზე სქესობრივი აქტის დროს ორგაზმამდე ერექციას ვერ ინარჩუნებს.


ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს და ჩაიტაროთ გამოკვლევები, რათა სიცოცხლისთვის საშიში გართულება აიცილოთ თავიდან.


გული


0
383
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0