x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რატომ არ არის სიგარეტის გაძვირება პრობლემა


მწეველი

(ყოფილი მწეველის მოგონებები)


ამ რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემ ნაცნობს შევხვდი. დაღონებული და გაბრაზებული იყო. დაიწყო გინება. ამ მთავრობის ასე და ისე, წინათ ჩემ სიგარეტს 2 ლარად ვყიდულობდი და ახლა 5 ლარად ვეღარ ვყიდულობო. ან თამბაქო უნდა მოვიყვანო, ან საერთოდ წავიდე ამ ქვეყნიდან, აქ ცხოვრება აღარ შეიძლებაო.


მე ფრთხილად ვურჩიე, მოწევისთვის თავი დაენებებინა. თან მოვაყოლე, თუ რამდენ უბედურებას იწვევს თამბაქოს მოხმარება და მწეველთა სიკვდილიანობის სტატისტიკაც მოვიშველიე. ძალიან გაღიზიანდა. შენც ამათ მხარეს ხარო? ადგა და წავიდა. არც კი გამომმშვიდობებია.



არცთუ ისე დიდხანს მეც ვეწეოდი სიგარეტს. 20 წლის ვიყავი, მოწევა რომ დავიწყე. ვცხოვრობდი მოსკოვში და მიხაროდა, რომ სიგარეტი "პარლამენტი, " რომელსაც მე ვეწეოდი, მოსკოვში ჩვენს ფულზე სულ სამიოდე ლარი ღირდა.


რუსეთში სიგარეტი ძალიან იაფია. როცა მე იქ ვცხოვრობდი, ყველაზე იაფფასიანი ფილტრიანი სიგარეტი "პეგასი" 6 რუბლი (დაახლ. 24 თეთრი) ღირდა. 11 რუბლი (44 თეთრი) ღირდა "ელ ენდ ემი, " ხოლო 14 რუბლი (56 თეთრი) – "უინსტონი." ლამის ყველა ეწეოდა. სტატისტიკის თანახმად 2000 წელს რუსეთში მწეველი იყო მოსახლეობის 40 %-ზე მეტი. განსაკუთრებით ბევრს ახალგაზრდა ქალები ეწეოდნენ და მდგომარეობა არც ახლა შეცვლილა.


კარგი ქვეყანაა რუსეთი, რადგან იქ თამბაქოს ნაწარმი იაფი ღირს? რა თქმა უნდა, არა. რუსეთი არ არის კარგი ქვეყანა. იქ ადამიანები ძალიან ჩქარა იხოცებიან – 65 წლამდე ვერ აღწევს რუსი მამაკაცების უმრავლესობა. რუსი ქალები კი 70-71 წლის ასაკში ეფარებიან სამარეს. ეს ყველაზე შემაშფოთებელი მაჩვენებელია მთელ ევროპაში. ამ კატასტროფის უმთავრესი მიზეზი კი თამბაქოს მოხმარებაა.


თამბაქოს მომხმარებლებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ COPD, ფილტვის კიბო და უამრავი სხვა დაავადება და შესაბამისად, ჯანდაცვის სახელმწიფო სერვისებსაც ყველაზე აქტიურად იყენებენ. ეს სერვისები ვიღაცამ ხომ აუცილებლად უნდა დააფინანსოს? ჰოდა, კარგი იქნება, მწეველებმა საკუთარი ჯიბიდან დააფინანსონ საკუთარი მკურნალობის სამომავლო ხარჯები, რისი გაღებაც სახელმწიფოს მათთვის ადრე თუ გვიან დიდი ალბათობით, მოუწევს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სიგარეტის გაძვირება: ის იცავს არამწეველი ადამიანების საერთო ჯიბეს, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ეწოდება. გარდა ამისა, როგორც სტატისტიკა ცხადჰყოფს, რაც უფრო ძვირი ღირს ქვეყანაში თამბაქო და მისი ნაწარმი, მით უფრო ბევრი ადამიანი ანებებს მოწევას თავს.


თამბაქოს და მისი ნაწარმის გაძვირება ბევრ ადამიანს უბიძგებს, გახდეს არამწეველი და უარი თქვას ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მოხმარებაზე. ეს კვლევებით არის დადასტურებული და დამტკიცებული.


ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნის თანახმად საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ფასმა მისი ღირებულების მინიმუმ 60-70 % უნდა შეადგინოს.


რაც მალე შევასრულებთ ევროკავშირის ამ მოთხოვნას, მით უკეთესი.


1
248
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
248
  
2019, 7 თებერვალი, 23:01
თქვენ რა, მართლა გჯერავთ, რომ ხელისუფლება სიგარეტზე აქციზებს, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვით უმატებს ფასს...?! :D
0 1 1