x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე

image


როგორც ექიმები და მეცნიერები ამტკიცებენ, ამ სფეროში, ხანგრძლივი კვლევის და დაკვირვების შედეგების რეზიუმირებას თუ გავაკეთებთ, სამი პუნქტი იკვეთება, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. იმისთვის რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დიდხანს და ბედნიერად (ჯანმრთელობა, ხომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქვეყანაზე) ვიცხოვროთ, საჭიროა:


სტრესის მინიმალიზება, ნებისმიერი ხერხით: სიცილი, ირონია, თვითირონია, მედიტაციით, მოთმინების უნარი — რაც უფრო მეტი ბარიერი იარსებებს სტრესისთვის, მით უფრო ხანგრძლივი, უსაფრთხო და ხარისხიანი იქნება ცხოვრება.


ძილის მაქსიმალიზება. თუ ცუდად გძინავთ და დაღლილი იღვიძებთ, თუ არჩევანი, საძილე საშუალებით ძილს და დაძინებაზე უარის თქმას შორის უნდა გააკეთოთ, პასუხი ერთია — ძილი ნებისმიერი ხერხით და საშუალებით... და სულ ერთია როგორ. მთავარია დაიძინოთ! უძილობა უფრო სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე დამოკიდებულება საძილე საშუალებებზე.


საკვების ოპტიმიზება. ყოველთვის, როდესაც პირს იმისთვის აღებთ, რომ დანაყრდეთ, ან წყურვილი დაიკმაყოფილოთ, იმაზე იფიქრეთ, თუ რა ხვდება ორგანიზმში და რამდენად სასარგებლოა ეს მისთვის?

ყველა დანარჩენი — ზემოთ აღნიშნული, «სამი ვეშაპის» მხოლოდ დანამატია. სტრესი, ძილი და საკვები... და სწორედ ამ თანამიმდევრობით, მათი მნიშვნელობის დონის მიხედვით.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე ექსტრემალური ტურისტული მარშრუტები (სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია!)

* 5 რამ, რისი გაკეთებაც, ჭამის შემდეგ, კატეგორიულად არ შეიძლება

* "ამბოხების ჩახშობის შემდეგ, გადარჩება კი პუტინი?"



1
148
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
148
  
2023, 4 ივლისი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1