x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
XVII- XIX საუკუნეების იაპონელი მეხანძრეების ფორმა, როგორც ცალკე ხელოვნების ნიმუში

image
იაპონიაში ედოს პერიოდში (1603-1868 წ.) ხანძარი იშვიათი არ იყო - სახლებში ხის თხელი იატაკი ადვილად იკიდებდა ცეცხლს. მეხანძრეების მთავარი ამოცანა იყო ხანძრის სწრაფად ლოკალიზება და მისი სხვა შენობებზე გავრცელების თავიდან აცილება. მაგრამ ის ფორმა, რომლითაც იაპონელი მეხანძრეები ცეცხლს აქროობდნენ, ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს - ეს არის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები საკუთარი ისტორიით!image

მე-17 და მე-19 საუკუნეებში ყველა იაპონურ სახანძრო ბრიგადას ეცვა სპეციალური ფორმა, სახელად ჰაიკეში ბანტენი. სამოსი წარმოადგენდა ბამბის რამდენიმე ფენისგან ან ტყავის დამატებით შეკერილ ტუნიკებს, რომლებიც შიგნიდან სხვადასხვა საგნების გამოსახულებით იყო მორთული. ეს შეიძლება ყოფილიყო სცენები იაპონური ლეგენდებიდან და ქვეყნის ისტორიიდან.

ასეთი ტუნიკის შექმნას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირვებოდა. ფენების შერწყმისას იყენებდნენ საშიკოს ანუ „პატარა ჩხვლეტის“ მეთოდს, შეღებვისთვის კი ბრინჯის პასტის გამოყენებით ცუცუგაკის მეთოდს. ცეცხლში შესვლამდე მეხანძრეები ტუნიკებს წყლით ასველებდნენ.image
imageimageimageimageimageimage







0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0