x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 ანონიმური ისტორია ბავშვობაში ჩადენილი ცოდვების გამო,რის გამოც დღესაც განიცდიან სინდისის ქენჯნას

image

1)ძალიან მინდოდა ველოსიპედი. სასწავლო წელი მთავრდებოდა. მამა დამპირდა, თუ საშუალო ნიშნები არ გამომყვებოდა ველოსიპედს მიყიდიდა. იმ დროს ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირდა დედაჩემის ხელფასით ვცხოვრობდით, ძვირადღირებულ კერძო სკოლაში ვსწავლობდი და თანხა მინიმალურ რამეებზე გვყოფნიდა, რადგან მამაჩემს ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. ვიყიდე ახალი დღიური და ნიშნები გავაყალბე.

დღემდე მრცხვენია, რადგან სამიანები გამომყვა. ამის შემდეგ მამამ სახლიდან გაყიდა თავისი ნივთები და მიყიდა ახლომახლო ყველაზე მაგარი ველოსიპედი ახლო. დღემდე არ მყოფნის გამბედაობა, რომ ვაღიარო ეს ცოდვა..




2)ექვსი თუ შვიდი წლის ვიყავი, საღეჭი რეზინა ვიყიდე კიოსკში, ჩემს შემდეგ უცნობმა ბიძამ იყიდა შოკოლადის ფილა და მაჩუქა, ის არ იყო მანიაკი, უბრალოდ მაჩუქა..ჩვენ ოჯახს მაშინ ტკბილეულის ჭამის საშუალება მხოლოდ საზეიმო დღეებში თუ ჰქონდა, შიშით და ამასთანავე სიხარულით მთლიანად ვჭამე ეს შოკოლადის ფილა, არც დედას და არც დას გავუნაწილე.


ახლა საკუთარი ოჯახი მყავს.მშობიარობის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ბავშვთან ერთად ჩემმა დამ და დედამ გამომიყვანეს მძიმე მდგომარეობიდან. ახლა ისინი აგრძელებენ ყოველმხრივ დახმარებას. ..მე კი დღემდე მრცხვენია იმ შოკოლადის ფილისა და ჩემი სიხარბის გამო.



3)ბავშვობაში დედაჩემს ფული გაუთავდა, ღარიბულად ვცხოვრობდით, მე კი ამ დროს ჩემი ჯიბის ფული მქონდა გადანახული. დედამ მთხოვა დანაზოგი და დამპირდა ორმაგად დაგიბრუნებო, მაგრამ არ მივეცი, ვისხედით ორი დღე პურის გარეშე... დღემდე მრცხვენია“.




4)ბავშვობაში ბებიას ხშირად ვსტუმრობდი, ერთ დღესაც პენსია მოიტანეს, დავინახე ბებიამ მთელი ფული კარადაში როგორ შეინახა, როცა სამზარეულოში გავიდა, არ ვიცი რატომ, მთლიანი თანხა მოვიპარე და ჩემს ქურთუკში შევინახე.

ერთხელაც ფული საყიდლებზე დასჭირდა..ნახა ფული არ არის ადგილზე, დაბნეულმა დაიწყო ძებნა და იპოვა...ბებიას არაფერი უთქვამს, არ გავულანძღივარ. და მაინც დღემდე საშინლად მრცხვენია..


5)კატა გვყავს . დაახლოებით 5-6 წლის წინ დედაჩემთან ძლიერად ვიჩხუბე. როცა ის სამზარეულოდან გავიდა, კატა ტუმბოზე შეხტა და კნავილი დაიწყო. მე კიდევ, ისტერიულმა და ნევროზიანმა კატა მოვისროლე და იატაკზე დავახეთქე, კატა ველური ყვირილით საწოლის ქვეშ შევარდა, ძლივს გამოვათრიეთ იქიდან, შედეგად, ჰქონდა უკანა ფეხის მოტეხილობა. რამდენიმე თვის განმავლობაში მოტეხილობას საკმაოდ მტკივნეულად მკურნალობდნენ, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედაჩემის კითხვაზე: „ეს როგორ მოხდა?“ - მე ვუპასუხე, რომ ის უბრალოდ გადმოხტა ტუმბოდან. ამდენი წელი გავიდა და ჯერ კიდევ ძალიან მრცხვენია.

0
123
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0