x
მეტი
  • 02.03.2024
  • სტატია:133610
  • ვიდეო:355311
  • სურათი:507988
იარაღი, ოქრო, ნარკოტიკი, ყალბი დოკუმენტები და მილიარდობით რუბლი - ის, რაც პრიგოჟინის ოფისში აღმოაჩინეს

პრიგოჟინის ოფისში ნაპოვნი



გუშინ ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანკტ-პეტერბურგში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ტრეზინთან", რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, და სადაც განთავსებულია პრიგოჟინის ერთ-ერთი ოფისი, აღმოაჩინეს გაზელის ტიპის მანქანა, დატვირთული ფულით სავსე ყუთებით. ყუთები სავსე იყო ხუთიათასიანი კუპიურებით, ზოგი მათგანი გახსნილი იყო, ზოგიც კი დალუქული. მთლიან ჯამში თანხის რაოდენობა 4 მილიარდ რუბლს შეადგენდა, რაც დაახლოებით 47 მილიონი დოლარია დღევანდელი კურსით.



პრიგოჟინმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ სანქტ-პეტერბურგში აღმოჩენილი ფული ვაგნერელების ხელფასების და "სხვა საკითხების" ფულია. მისივე თქმით „ვაგნერი“ 10 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ნაღდ ფულს იყენებს.



მოგვიანებით პეტერბურგის ინტერნეტ გაზეთზე "ფონტანკაზე" დაყრდნობით გავრცელდა ფოტო-ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის ოფისში ჩხრეკისას ასევე აღმოაჩინეს 6 პისტოლეტი, ხუთი კილოგრამი ნარკოტიკი, ოქროს ზოდები, ფული და ყალბი დოკუმენტები.




ეს ინფორმაცია გამოცემამ მოგვიანებით წაშალა, როცა პრიგოჟინმა აჯანყების შეჩერების შესახებ განაცხადა.



რუსეთის უშიშროების ძალებმა პრიგოჟინის პეტერბურგის ოფისი მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა სამხედრო აჯანყება გამოუცხადა პუტინს "ვაგნერის" დანაყოფის დაბომბვის გამო. ამ თავდასხმის შესახებ ვაგნერელებმა თავიანთ ტელეგრამ არხზე ვიდეო გამოაქვეყნეს:










პრიგოჟინის ოფისში აღმოჩენილი



4 მილიარდი რუბლი


პრიგოჟინის ოფისიში აღმოჩელი ყუთები




6 პისტოლეტი


პრიგოჟინის ოფისიში აღმოჩელი ცეცხლსასროლი იარაღი





ოქროს ზოდები


პრიგოჟინის ოფისიში აღმოჩელი ოქროს ზოდები





ნარკოტიკები


პრიგოჟინის ოფისიში აღმოჩელი ნარკოტიკი




ფული

პრიგოჟინის ოფისიში აღმოჩელი ფული

პრიგოჟინის ოფისიში აღმოჩელი ფული





ყალბი დოკუმენტები


ოლეგ სმირნოვის სახელით

ოლეგ სმირნოვი - პრიგოჟინის ერთ-ერთი ყალბი ვინაობა




ევგენი პრიგოჟინის სახელით

თავისი სახელითა და გვარით სხვა ადამიანი


ევგენი პრიგოჟინი - პრიგოჟინის ერთ-ერთი ყალბი დოკუმენტი


ევგენი პრიგოჟინი - პრიგოჟინის ერთ-ერთი ყალბი დოკუმენტი




სერგეი ივანოვის სახელით


პრიგოჟინი სერგეი ივანოვის სახელით



დმიტრი გეილერის სახელით


პრიგოჟინი დმიტრი გეილერის სახელით




ვლადიმირ ბობროვის სახელით


პრიგოჟინი ვლადიმერ ბობროვის სახელით






1
179
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
179
  
2023, 26 ივნისი, 4:30
აი ერტი სერიოზული ექსპერტი: Экс-глава генштаба британской армии, лорд Ричард Даннатт - о том, что перемещение «Вагнера» в Белоруссию может быть хитрым ходом для атаки Украины с севера: [Если бы вы командовали украинской армией, о чем бы вы сейчас беспокоились? О продвижении контрнаступления на востоке или, как вы только что сказали, о потенциальной угрозе с севера, из Белоруссии?] Я бы определенно убедился, что я хорошо контролирую ситуацию на севере, по направлению от Белоруссии к Киеву. В прошлом русские уже воспользовались этим, и довольно сокрушительно. И вполне возможно, что они повторят. Под командованием Пригожина и тех войск, что у него сейчас есть. Как я только что сказал, мы не знаем, сколько военных у него в распоряжении, но следить за этим флангом нужно очень внимательно. И убедиться, что есть маневренные подразделения, которые могли бы отразить атаку из Белоруссии.
პრიგოჟინის ბუნტი აფიორაა, პრიგოჟინი ბახმუტშიც ყვიროდა არიქა მიშველეთ სნარიადები არ მაქვს, სულელ უკრაინელებსაც მართლა ეგონათ მიუშვეს და მიუშვეს ხალხი ვაგნერს სნარიადები არ აქვს და გავსრისავთო. გაისრისნენ 75 000 უკრაინელები. შეუმჩნევლად ბელორუსსი ვაგნერს ვერ გადაიყვანდნენ ამიტომ გაითამაშეს ეს ბუნტი. დასავლელ ქათამ პოლიტიკოსებს(ბაიდენი რა მაგარ ფორმაშია არაა)ჯერავთ რომ რუსეთი იქცევა და უშვებენ და უშვებენ შეცდომებს. ხიმშიაშვილი პუტინი კგბ-ეს ოფიცერია კგბს ოფიცრებისთვის ოპერატიული თამაშები უცხო არ არის.
0 1 1