x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რაც უფრო მაღლა ადის მაიმუნი ბამბუკის ხეზე, მით უფრო კარგად ჩანს მისი წითელი უკანალი"-ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძის შესახებ
image

როგორც ცნობილია ინტერნეტში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­ი მომ­ღერ­ლებ­ი ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში სოსო პავლიაშილის ცნობილ სიმღერას" სამშობლოს " ასრულებენ; სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად მღერის ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, დათო ხუ­ჯა­ძე, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე და მიშო სუ­ლუ­ხი­ა.


მათმა გამოსვლამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია.განსაკუთრებული აქცენტი მიმართული იყო ნუცა ბუზალაძეზე, რომელიც ახლახან "American Idol"-ში გამოდიოდა და ხვიჩა მაღლაკელიძეზე;



სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს მიმართავს სოციალურ ქსელით მომღერალი ნინი შერმადინი.




"დე­და­ჩემ­მა, რაც სცე­ნა­ზე დავ­დე­ქი, ერთი ან­და­ზის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ გამ­ზარ­და, როცა რამე კონ­კურ­სზე გა­ვი­დო­დი, ან გრან პრის ავი­ღებ­დი, ან ვინ­მე შე­მა­ქებ­და, ან რამე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი, იმ წამ­სვე მო­მა­წევ­და ბე­ჭებ­ში. რაც უფრო მაღ­ლა ავ­დი­ო­დი, მთე­ლი ძა­ლით მე­ქა­ჩე­ბო­და ძირს. თუმ­ცა მეც ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა მომ­სვლია და მის­წავ­ლია ჩემს შეც­დო­მა­ზე, სხვა­თა­შო­რის უმეც­რე­ბით და წინ­და­უ­ხე­და­ო­ბით მომ­დი­ო­და.


შეც­დო­მა უნდა და­ვუშ­ვათ, უნდა გაგ­ვლან­ძღოთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, სი­ნა­ნუ­ლი და და­ფიქ­რე­ბა ვის­წავ­ლოთ. რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გვიც­ნობს, უფრო მეტი ტა­ლა­ხი გვხვდე­ბა. უფრო მე­ტად არ გვპა­ტი­ო­ბენ შეც­დო­მას.


ჩი­ნუ­რი ან­და­ზაა, იცო­დეთ თქვენც მა­ინც, მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ. რაც უფრო მაღ­ლა ადის მა­ი­მუ­ნი ბამ­ბუ­კის ხეზე, მით უფრო კარ­გად ჩანს მისი წი­თე­ლი უკა­ნა­ლი. იმე­დია. თქვენც მო­გე­წო­ნათ.


ელე­ნე ბახ­ტა­ძე, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა შენ რომ გამ­ზარ­დე. ხო კი­დევ ერთი არა­ბუ­ლი იგა­ვიც იცო­და, მა­გას მერე მო­გიყ­ვე­ბით.


რაც შე­ე­ხე­ბა, ჩემს მე­გო­ბარ ნუ­ცას, მა­შინ რო­დე­საც ჟი­უ­რის 100 წევ­რი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა, რუ­სე­თი მა­ში­ნაც ოკუ­პან­ტი იყო, მა­ში­ნაც ნა­წა­მე­ბი ჰყავ­და ქარ­თვე­ლი ბი­ჭე­ბი, მა­ში­ნაც მტე­რი იყო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც სი­ა­მა­ყით ვა­ზი­ა­რებ­დით მის გა­მოს­ვლას.


ჩემი ლე­ვა­ნო კბი­ლაშ­ვი­ლი, ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი სული! თა­ვი­სი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით რომ ატი­რებ­და რუ­სებს და ათაყ­ვა­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს, ისიც ვატ­რი­ა­ლოთ საფ­ლავ­ში? მო­ღა­ლა­ტე იყო?! თუ გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს აძა­ხე­ბი­ნებ­და რუ­სებს.


არც მე მე­სი­ა­მოვ­ნა დღეს მისი და­ნახ­ვა რუ­სეთ­ში, გულ­წრფე­ლად, არც ერთი ქარ­თვე­ლი არ მინ­და რუ­სეთ­ში იყოს, მაგ­რამ ამ­ხე­ლა ზი­ზღი ნამ­დვი­ლად არა­ფერ­ში წე­რია. დღეს დავ­წე­რე პოს­ტი და წავ­შა­ლე, მარ­ტო იმი­ტომ, რომ ჩემ­ზე არ გად­მო­მე­ტა­ნა ყუ­რა­დღე­ბა და თავი არ გა­მე­პი­არ­ბი­ნა ნუ­ცას ხარ­ჯზე.


მარ­თლა რე­ა­ლუ­რად მო­ღა­ლა­ტე ადა­მი­ა­ნებ­ზე ვი­დარ­დოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ამ­ბავს, რაც ნუ­ცას დღეს შე­ემ­თხვა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გი გაკ­ვე­თი­ლია მის­თვის და კი­დევ უფრო მე­ტად შე­ეც­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნას მო­მა­ვალ­შიც. მეტი პო­ზი­ტი­ვი, სიყ­ვა­რუ­ლი და მი­ტე­ვე­ბა ჯო­ბია, ამ ისე­დაც ძა­ლი­ან მოკ­ლე წუ­თი­სო­ფელ­ში.მიყ­ვარ­ხართ", - წერს ნინი შერ­მა­დი­ნი.

image

მოსკოვში გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ხვიჩა მაღლაკელიძემაც:


„კონცერტი არ ყოფილა, კორპორატიული საღამო იყო. სამი დღის წინ გაიმართა. ასეთ­ზე ვყო­ფილ­ვარ მი­ლი­ონ­ზე, სად არ ჩავ­სულ­ვარ. რა ამ­ბა­ვი ატყდა, რა მოხ­და. ახლა მოსკოვში ვარ და დღეს მოვფრინავ...


ხშირად მაქვს ურთიერთობა აქაურ ქართველებთან, კიდევ კარგი „სამშობლოს“ ვმღეროდით და არა „კატიუშას“. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ შინ და გარეთ, ეს ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად“, -განუცხადა Ambebi.ge“-ს მუსიკოსმა.

0
184
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0