სხვა "ალკატრასის" საიდუმლოებები: 10 საინტერესო ფაქტი ХХ საუკუნის ყველაზე საშინელი ციხის შესახებ 2023, 23 ივნისი, 21:21
"ალკატრასი" - ცნობილი ამერიკული ციხე გახლავთ, რომელიც კუნძულ სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარეობს. საპყრობილე 1934 წელს აშენდა და ამერიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების დასასჯელად გამოიყენებოდა. 1963 წელს დახურული ციხე ტურისტების ყურადღებას დღემდე იპყრობს, რომელთაც კიდევ უფრო მეტის გაგება სურთ მკაცრი რეჟიმის ციხის კედლებს მიღმა ცხოვრებაზე.
ფაქტი 1: "ალკატრასის" ციხე 1960-იანი წლებიდან დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა შეერთებულ შტატებში ერთადერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებად სადაც პატიმრებისთვის საშხაპეში ცხელი წყალი მოდიოდა. დიახ, ნამდვილად ასე იყო, "ალკატრასი" ამერიკაში ერთადერთი ფედერალური ციხე იყო, სადაც პატიმრებისთვის ცხელი წყალი მოდიოდა.
თუმცა, ეს არა ჰუმანური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი - ციხის ადმინისტრაციას სჯეროდა, რომ ცივი წყლით ციხის ბინადრები უფრო გაკაჟდებოდნენ და გაქცევის შემთხვევაში ყურეში წყალი ცივი აღარ მოეჩვენებოდათ, ხოლო პატიმრებისთვის ცხელი შხაპის მიღების იძულებით, მეთვალყრეები დარწმუნებულები იყვნენ რომ ყინულიანი ზღვის წყალი გაქცეულებისთვის აუტანელი იქნებოდა. სავარაუდოდ, ასეთმა ტაქტიკამ იმუშავა - ციხის მთელს ისტორიაში იქიდან წარმატებით გაქცევა ვერავინ მოახერხა.
ფაქტი 2. "ალკატრასიდან" გაქცევა შეუძლებელი იყო, თუმცა ასე ფრენკ მორისისა და ჯონ და კლარენს ენგლინების გაქცევამდე ითვლებოდა, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და შეერთებული შტატების ყველაზე უსაფრთხო ციხიდან გაქცევა გადაწყვიტეს.
მაშინ "ალკატრასი" დამცავ ფორტად, შემდეგ სამხედრო ციხედ, მოგვიანებით კი განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისთვის სუპერუსაფრთხო ციხედ გამოიყენებოდა, ასევე ის გახლდათ ისეთი დამნაშავეების სასჯელის მოხდის ადგილიც, ვინც მანამდე სხვადასხვა ციხიდან გაქცევაში იყო შემჩნეული. ამჟამად ციხე აღარ ფუნქციონირებს, კუნძული მუზეუმად არის ქცეული, სადაც სან-ფრანცისკოდან დათვალიერების მსურველები ბორანის საშუალებით გადაჰყავთ.
ფაქტი 3. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განგსტერი ალ კაპონე სასჯელს სწორედ "ალკატრასში" იხდიდა. იქ მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა: კაპონეს ყველა პრივილეგია ჩამოართვეს და დამლაგებლად მუშაობა აიძულეს, ხოლო პატიმრებმა მას ზედმეტსახელი "ბოსი იატაკის საწმენდი ჯოხით" შერქვეს.
როდესაც მან პატიმართა გაფიცვაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ყოფილი მაფიოზი ზურგში იქნა დაჭრილი.
ფაქტი 4: პატიმრებს, რომლებიც კარგად იქცეოდნენ, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ წვდომა ჰქოდათ ფილმებსა და ბიბლიოთეკაზე, სადაც 15 000 წიგნი და 75 პოპულარული ჟურნალი იყო.
ზოგიერთი პატიმრის აზრით, "ალკატრასის" შიგნით არსებული პირობები სხვა ფედერალურ ციხეებთან შედარებით უფრო მიმზიდველი იყო, და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ზოგიერთი იქ გადაყვანასაც კი ითხოვდა.
ფაქტი 5. გაიქეცი, თუ შეგიძლია. შესაძლოა, ფედერალურ ოფიციალურ პირებს თავდაპირველად ეჭვიც კი ეპარებოდათ, რომ გაქცეული პატიმრები სან-ფრანცისკოს ყურის ცივ, სწრაფ წყლებში მატერიკამდე გადაცურვისას გადარჩენას შეძლებდნენ, თუმცა ასე მოხდა.
1962 წელს პატიმარმა ჯონ პოლ სკოტმა ცხიმი წაისვა და ნაპირამდე გაცურა. მატერიკზე მიღწევისას, ღონე - გამოცლილმა გონება დაკარგა. პოლიციამ ის ჰიპოთერმიისგან უგონო მდგომარეობაში ხმელეთზე მწოლიარე იპოვა.
ფაქტი 6. პატიმრებთან მუშაობის მთავარი პრინციპი იყო დეპერსონალიზაცია. ციხის ტერიტორიაზე ყველა თანასწორი იყო, იქნებოდა ეს ბანკის მძარცველი, მკვლელი, ამერიკაში ყველაზე ცნობილი რეკეტი ალ კაპონე თუ ცნობილი ამერიკელი განგსტერი ჯორჯ კელი ბარნსი. "ალკატრასი" არ გახლდათ სასჯელაღსრულების კოლონია.
იქ მთავარი იყო არა რესოციალიზაცია, არამედ სულიერი დაკნინება.
ფაქტი 7. "ალკატრასი" ზღვის ფრინველების სახელს ატარებს, სანამ დამნაშავეები მისი ბინადრები გახდებოდნენ, კუნძული ყავისფერი პელიკანების "სამფლობელო" იყო.
როდესაც ესპანელმა ლეიტენანტმა კუნძული აღმოაჩინა, მას "La Isla de los Alcatraces"-ი უწოდა, რაც "პელიკანების კუნძულს" ნიშნავს.
ფაქტი 8. ციხის ისტორიის განმავლობაში არ არსებობს ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ თუ ვინ შეძლო "ალკატრასიდან" გაქცევა. ციხიდან გაქცევა სულ 36 პატიმარმა სცადა, მათგან 23 დააკავეს, 6 დახვრიტეს, ორი კი დაიხრჩო.
ფრენკ მორისი და ძმები ჯონ და კლარენს ენგლინები გაიქცნენ, თუმცა ისინი შემდეგ აღარავის უნახავს. ზღვაში ერთი ნიჩაბი და სამი სამაშველო ჟილეტი იქნა ნაპოვნი, მათი ცხედრები კი არავის უნახავს.
ფაქტი 9. თავდაპირველად, როგორც უკვე აღვნიშნე, "ალკატრასი" სამხედრო ციხე იყო. იმ დროს იქ პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობის ტაქტიკა იყო გავრცელებული. პატიმრებს პატარა კამერებში კეტავდნენ, რომელთა ზომები 23 /12 -ზე იყო და იქ რვა საათის განმავლობაში ჯდომას აიძულებდნენ.
ასე მეორდებოდა ყოველდღე რამდენიმე თვის განმავლობაში. არაადამიანური მოპყრობის შემდეგ დამნაშავეთა უმეტესობა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდა.
ფაქტი 10. პატიმრების საკნები კარადაზე უფრო პატარა იყო: B და C ბლოკებში კამერები 5 /9 ზე იყო.
ამ საკნებს ტუალეტი და პატარა პირსაბანი (მხოლოდ ცივი წყლით) ჰქონდათ.
|